აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი-ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიდადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე. თუმცა ამაზე მოგვიანებით.
გერგეთი და მყინვარწვერი
მყინვარწვერისა და გერგეთის გადაღებას ერთად ცოტა თუ ახერხებს, რადგან ზვიადი და ამაყი მყინვარწვერი, მუდამ ღრუბლებშია გახვეული… ადრე, როგორც მითხრეს, მას მორცხ პატარძალსაც ეძახიანო, თუმცა ადგილობრივ გლეხს რომ გავესაუბრე, ამაყად მიპასუხა, რა სჭირს დასამორცხვებელიო… ისე მიპასუხა, თავად შემრცხვა, რომ მოხევესთან წამომცდა მყინვარწვერისა და მორცხვი პარტარძლის შედარება.
ატრაქციონების პარკი – ციცინათელა
რამდენიმე წლის წინ, ქობულეთის შესასვლელთან გასართობი პარკი – ციცინათელა გაშენდა. 38-მდე ატრაქციონი და სხვადასხვა სახის გასართობი ოთახი თუ კარუსელი დამსვენებელს მასპინძლობს. თავად აქ პარკის გაშენების იდეა უნიკალურია. კარგია ტურისტებისთვისაც, რადგან აქ გართობისა და დასვენებისთვის კარგი პირობებია. თუმცა ერთი კია, აქ ჩამოსული საქართველოს მოქალაქისთვის ბავშვის ციცინათელაში მოყვანა სრული კატასტროფაა, რადგან ჭირვეული პატარის შემთხვევაში, მშობელი მინიმუმ საარსებო მინიმუმის მაქსიმუმს დატოვებს.
ნაოსნობა შაორის ტბაზე
მსოფლიოში ყველაზე უცნაური ქმნილება ინგლისში აღმოაჩინეს
ყველაზე საშიში სასტუმრო იტალიის ალპებშია
მსოფლიოში ყველაზე საშიში სასტუმრო იტალიის ალპებში მდებარეობს. სასტუმრო სულ ახლახან გაიხსნა და ის მხოლოდ ალპინისტებისთვისაა განკუთვნილი.






