2013 წლის შვიდ საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის, სადაც სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს დასაგემოვნებლად ტურისტები უნდა ჩავიდნენ, საქართველო, ესპანეთის შემდეგ მე-2 ადგილზე მოხვდა.
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მონაცემებს ბლოგი “Huff Post Travel” აქვეყნებს. Read the rest of this entry »
კულინარიულ ტურიზმში საქართველო მეორე ადგილზეა
წუხანდელმა მიწისძვრამ რამდენიმე სახლი დააზიანა
წუხელ მომხდარი მიწისძვრების შედეგად, რომელიც შავი ზღვის სანაპიროებთან 29 კილომეტრში მოხდა, რამდენიმე სახლი ისევ დაზიანდა. მიწისძვრის შედეგად ქობულეთში 23 სახლს ბზარი გაუჩნდა. ასევე ციხისძირში მოწყობილების სახლს სახლის ფუნდამენტში გაუჩნდა ბზარი. Read the rest of this entry »
ამერიკას ტორნადო დაატყდა თავს
არანაკლებ 15 ტორნადი თავს დაატყდა ამერიკის შეერთებულ შტატებს. ათასობით ამერიკელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წვიმა და ჭექა-ქუხილი თითქმის ყველა შტატშია დაფიქსირებული. ტორნადომ ძლიერი წვიმები და დიდთოვლობა გამოიწვია. Read the rest of this entry »
ბათუმში მოსალოდნელი მიწისძვრის გამო პანიკაა
მიწისძვრა ბუნების ერთერთი ყველაზე მრისხანე მოვლენაა. მიწისძვრა მსხვერპლის რაოდენობითა და დამანგრეველი მოქმედებით აღემატება ყველა სხვა ბუნებრივ კატასტროფას. დღესაც კი ადამიანი უძლურია ამ სტიქიის წინაშე. დღესაც მიწისძვრა იწვევს დიდ მსხვერპლს, ნგრევას, ზარალს. მაგრამ ამ მოვლენას სულ სხვა თვალით შეიძლება შევხედოთ. მიწისძვრა მეტად საინტერესო მოვლენაა. ის ბუნებრივი, ტექტონიკური პროცესის ერთერთი შემადგენელი ნაწილია და ამ მოვლენის ძირეული მიზეზი დედამიწის წიაღში მიმდინარე პროცესებია. მიწისძვრის დროს გამოსხივებული ტალღები განჭოლავენ მთელ დედამიწას და გვაძლევენ ინფორმაციას მისი შინაგანი აგებულების შესახებ. Read the rest of this entry »
ახალ წელს არ ითოვებს
ახალ წელს სინოპტიკოსები თოვას არ ვარაუდობენ. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონებში მცირე თოვლის ნალექი ხვალაც გაგრძელდება.
ღამით თოვდა თიანეთში, საგარეჯოში და თელავში. ყინვა დაფიქსირდა გორში _ -4; აგარაში _ -5; ხოლო კახეთში _ -2 გრადუსი. გუშინ ღამით თბილისში 1 გრადუსი იყო. Read the rest of this entry »
გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა
რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში თოვლი ისევ მოვიდა. დედაქალაქში თოვლის საფარი არაა, თუმცა დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.
გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია და ზვავსაშიშროების გამო, ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
შავი ზღვის სანაპიროდან 29 კმ-ში 5.5 ბალიანი მიწისძვრა მოხდა
რამდენიმე ხნის წინ, 22:44 სთ-ზე შავი ზღვის სანაპიროდან 29 კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა, მისი სიმძლავრე შეადგენდა 5.5 ბალს. Read the rest of this entry »
“ნასამ” აღმოაჩინა კომეტა, რომელიც დედამიწისკენ მოემართება
უცხოური მედიის ინფორმაციით, “ნასას” ასტრონომებმა ასტეროიდი AG5 აღმოაჩინეს, რომლის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა, 10 წლის შემდეგ, საკმაოდ მაღალია. ასტეროიდის ჩამოვარდნამ კი, შესაძლოა, მილიონობით ადამიანის იმსხვერპლოს. Read the rest of this entry »
აშშ-ში ძლიერ ქარბუქს ელიან
აშშ-ს ბევრი რაიონი ძლიერი ქარბუქისათვის ემზადება. სინოპტიკოსთა ცნობით, ქარბუქი შესაძლოა რამდენიმე დღე გაგრძელდეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს. კალიფორნიაში დიდითოვლობაა და ნალექის სიმაღლე ზოგ ადგილას ორ მეტრამდე აღწევს. Read the rest of this entry »
ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი დააზიანეს
რამდენიმე დღის წინ, ტურისტებმა მაიას ტომის სალოცავი სასტიკად დააზიანეს. დაზიანებული პირამიდა ქალაქ ტიკალშია, რომელიც ქალაქ გვატემალადან 550 კილომეტრში მდებარეობს. ამერიკული მედიის ცნობით, ტურისტებმა, მიუხედავად აკრძალვისა, პირამიდიდან დიდი რაოდენობით სხვადასხვა ნივთები წაიღეს და დიდი ზარალი მიაყენეს ისტორიულ ძეგლს. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით დარბევის შემდეგ, ძეგლის აღდგენა უკვე შეუძლებელია. „ტურისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ეს არის სალოცავი – ისტორიული ძეგლი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი,” – განაცხადა ძეგლის ერთ-ერთმა მცველმა იმ შემთხვევისათვის, თუ კიდევ როდესმე დადგება მორიგი „სამყაროს აღსასრული”. Read the rest of this entry »









