ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს ცხინვალის რეგიონთან აერთებს ორ ზვავს შორის 15 ავტომობილი მოჰყვა. მათ შორის არის ორი სამარშრუტო ტაქსი მგზავრებით. Read the rest of this entry »
ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა
გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ
Costa Concordia-ს კატასტროფის ადგილას, გერმანელი ტურისტები ზღვაში სიკვდილს გადაურჩნენ. ორშაბათს, ტელეკომპანია Sky News-მა, განაცხადა, რომ იტალიის სანაპირო დაცვამ ხუთი გერმანელი ტურისტი გადაარჩინა. ცნობილია, რომ ტურისტებმა გადაწყვიტეს კუნძულ ჯილიოსთან მომხდარი კატასტროფის ნანგრევების მონახულება. Read the rest of this entry »
საქართველოში 11 იანვრამდე ნალექია მოსალოდნელი
შობის დღესასწაულზე საქართველოს მასშტაბით წვიმაა მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების ცნობით, საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი 11 იანვრამდე შენარჩუნდება. 9 იანვარს კი თოვლია მოსალოდნელი. Read the rest of this entry »
ალიასკაზე 7.7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ალიასკაზე 7.7 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. Read the rest of this entry »
ბაკურიანი – ეკოტურიზმისა და სამკურნალო ტურიზმის მოყვარულთათვის
ძველად, საქართველოში, ახალი წლის სამზადისის ტრადიციები
ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. Read the rest of this entry »
მიწისძვრით დაზარალებულებს აჭარის მთავრობა დაეხმარება
აჭარაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაეხმარება. ბათუმში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გამართულ სამთავრობო კომისიის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 28 ოჯახს, რომელთა სახლშიც ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენს, 300-ლარიან კომპენსაციას ბინის ქირისთვის გამოუყოფენ. Read the rest of this entry »
საქართველოს საზღვრიდან 18 კილომეტრში 3,5 ბალი მიწისძვრა დაფიქსირდა
დღეს, საქართველოს საზღვრიდან 18 კილომეტრში, აზერბაიჯანში დაფიქსირდა 3.5 მაგნიტუდის მიწისძვრა. მიწისძვრის ეპიცენტრი 14 კილომეტრის სირღმეში იყო. ნგრევის შესახებ ინფლრომაცია არ ვრცელდება. Read the rest of this entry »
სტიქიამ აშშ-ს კვლავ შეუტია
ქარიშხალმა, რომელიც ამერიკას 27 დეკემბერს თავს დაატყდა, 16 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მსხვერპლთა რაოდენობა დღეს დიდთოვლობამ გაზარდა. დიდთოვლობამ რამდენიმე ასეული ადამიანი დააზარალა. სტიქიამ 20-მდე შტატს შეუტია. ყინვის შედეგად გზაზე ავტოკატასტროფებმა იმატა. Read the rest of this entry »






