RSS

ორ თებერვლისთვის გამოიდარებს

wvima777საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი ორ თებერვლამდე შენარჩუნდება. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის განცხადებით თოვა მოსალოდნელი არ არის. Read the rest of this entry »

 

ჩარგალში იგეგმება ბალნეოლოგიური კურორტის აშენება

tye 4სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილემ დავით შერვაშიძემ ჩარგალში მინერალური წყლების მწარმოებელი საწარმო ,,ჩარგლის წყაროები” მოინახულა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო ნატურალურ არომატიზატორებით დამზადებულ სხვადასხვა სახის ლიმონათს და წყაროს წყალს აწარმოებს. ქარხანაში 21 ადგილობრივია დასაქმებული. მომავალში იგეგმება საწარმოს გაფართოვება და კიდევ 30-მდე ადგილობრივის დასაქმება. ,,ჩარგლის წყაროების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, საწარმოს ტერიტორიაზე არსებული სამკურნალო წყლების ოპტიმალური ათვისებისა და გამოყენების მიზნით, დაგეგმილია ბალნეოლოგიური კურორტის აშენებაც. ეს ტურისტების მოზიდვას განაპირობებს, რაც რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს. Read the rest of this entry »

 

„ნასას” განცხადებით, „ბრიზ-ემის” აფეთქების ფრაგმენტები სახიფათოა

asteroidi2012 წლის 16 ოქტომბერს, ბლოკ „ბრიზ-ემის” აფეთქების შედეგად მიღებული ფრაგმენტები, დაბალი ორბიტის კოსმოსური აპარატებისთვის, მათ შორის, მსოფლიო კოსმოსური სადგურისთვის, სახიფათოა. ამ დასკვნას ამერიკის კოსმოსური სააგენტო ყოველწლიურ მოხსენებაში აკეთებს.  Read the rest of this entry »

 

28 იანვრამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

wvima77728 იანვრამდე საქართველოს მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის მიუხედავად ტემპერატურა არ დაეცემა.

თბილისში, ხვალ მოსალოდნელია ნალექი მცირე წვიმის სახით, მცირე წვიმაა მოსალოდნელი 25 იანვარს, მაგრამ ტემპერატურა არ დაეცემა და სითბო შენარჩუნდება. Read the rest of this entry »

 

თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო

teona2013 წლის 27 იანვარს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში გაიმართება 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო.
საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. პოეტები წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს, მეგობრები გაიხსენებენ თეონას. Read the rest of this entry »

 

რამდენიმე წუთის წინ, მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 04რამდენიმე წუთის წინ მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, დედაქალაქში მიწისქვეშა ბიძგები თითქმის ყველა რაიონში საგრძნობი იყო. მოსახლეობა პანიკამ არ მოიცვა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ერთ კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში მიიღებს მონაწილეობას

yazbegis gza24-27 იანვარს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თურქეთში, ქალაქ სტამბულში ტურისტულ გამოფენა-ბაზრობა EMITT-ში (East Mediterranean Tourism and Travel Exhibition) მონაწილეობს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია წარმოდგენილია დამოუკიდებელი სტენდით. აღნიშნული გამოფენა უკვე 17 წელია იმართება და ერთერთი ყველაზე მასშტაბურია რეგიონში. მას ყოველწლიურად 60 ქვეყანა და 130 000 ვიზიტორი სტუმრობს. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 22/01/2013 დუიმი ტურიზმი

 

საქართველოს რეკორდული მაჩვენებლები

myinvarwveri 002საქართველოში ყველაზე მაღალი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს – შხარა, რომლის სიმაღლე 5068 მეტრია. საბჭოთა ალპინისტები შხარაზე პირველად ავიდნენ 1933 წელს. ყველაზე დაბალი ადგილი ფოთსა და ყულევს შორის ჭაობებშია. ყველაზე გრძელი მდინარეა ალაზანი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ. ყველაზე მოკლე მდინარე ძიშხაა, რომლი სიგრძე 7 მეტრია. Read the rest of this entry »

 

თუშეთის დაავადებულ ტყეებს ზაფხულში “უმკურნალებენ”

Ttye 0122012 წლის სექტემბერში “ეკოფაქტზე” გამოქვეყნდა მასალა, სადაც ლაპარაკი იყო ტყეების მასობრივ დაავადებაზე. “დღეს, სოფელ დიკლოს მიმდებარე ტერიტორიებზე, უნიკალურ ფიჭვნარს სოკოვანი დაავადება აქვს, ახალგაზრდა ხეები ზეზეულად ხმებიან და ფესვებიანად ეცემიან. დიკლოს მიმდებარე მთებზე მასიუარადაა ამ დაავადებისგან ხეები წაქცეული. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის სექტორში პრობლემებზე არასამთავრობოებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრა

bakuriani 023ოლიკო ცისკარიშილი

დღეს, “მწვანე ალტერნატივას“ ინიციატივით, მოეწყო შეხვერდა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა დიალოგი გამართეს. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა პარლამენტის კომიტეტის წევრებისთვის გარემოსდაცვით სექტორში არსებული პრობლემური საკითხებისა თუ გამოწვევების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ხედვის გაცნობა, ასევე, თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსა და ფორმებზე შეთანხმება. შეხვედრას ესწრებოდნენ, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი ცაგარეიშვილი, გარემოს დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე შალვა ამირეჯიბი და სხვ. Read the rest of this entry »