RSS

სტიქიით დაზარალებული ოჯახები საშუალოდ 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღებენ

wyalwaRebulniკახეთში სტიქიით დაზარალებულმა ოჯახებმა საშუალოდ შესაძლოა, 6-დან 8 ათას ლარამდე მიიღონ. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი ძალიან დეტალურად იყო აღწერილი და თითოეული სოფლისა და ოჯახის ასეთი აღწერა არასდროს ჩატარებულა. Read the rest of this entry »

 

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემა ხვალიდან დაიწყება

stiqia kaxetSi 001ფონდი “ქართუ” კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის კომპენსაციების გაცემას ხვალიდან დაიწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, მაგდა პოპიაშვილის განცხადებით, დღეს ფონდ “ქართუს” ბენეფიციართა 10%-ის სია გადაეგზავნება.ფონდი მოამზადებს მათ სახელზე ანგარიშებს, ამავდროულად, გამგეობის შენობებში გამოქვეყნდება დაზარალებულთა იმ 10%-ის სია, რომელთა შესახებ მონაცემები “ქართუს” უკვე ექნება. ხვალიდან, ფონდი “ქართუ” მათ სახელზე კომპენსაციების გაცემას დაიწყებს. დანარჩენი დაზარალებულების სიების გადაგზავნა ფონდ “ქართუსთვის” ეტაპობრივად მოხდება. ბენეფიციართა მომდევნო 10%-ის სიის გაგზავნა კვირის ბოლოსთვის იგეგმება. Read the rest of this entry »

 

არასამთავრობო ორგანიზაციები და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები შეხვედრას გამართავენ

bakuriani 021ხვალ, “მწვანე ალტერნატივას“ აწყობს შეხვერდას, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები გამართავენ დიალოგს. Read the rest of this entry »

 

შავ ზღვაში 4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 04დღეს, ღამის 02:51 წუთზე, 4 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა, შავ ზღვაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 28 კილომეტრში. Read the rest of this entry »

 

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

dariali 007ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, კომპანია GR-ENERGY LIMITED-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობდა  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას 32 პოტენციური ჰესის პროექტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები უნდა ჩაეტარებინა.  Read the rest of this entry »

 

კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს

stiqia kaxetSi 001კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ფონდი “ქართუ” 100 მილიონ ლარამდე გამოყოფს. კომპენსაციების გაცემა 21 იანვრიდან დაიწყება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში კახეთის სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის შემსწავლელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, კომპენსაცია კახეთის 5 რაიონში, 28 500 ოჯახზე განაწილდება. კომისიის თავმჯდომარის თენგიზ შერგელაშვილის თქმით, დაზარალებული ოჯახებისთვის კომპენსაციის ოდენობა 100 ლარიდან რამდენიმე ათას ლარამდე განისაზღვრა.  Read the rest of this entry »

 

შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად

bakuriani 019ხვალ, გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდება შეხვედრა ახალი სატყეო ხედვისა და სტრატეგიის განსახილველად. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ავსტრიის ფედერალური სატყეო სამსახურის (Österreichische Bundesforste) ექსპერტი უინფრიდ სიუსი და სხვა დაინტერესებული მხარეები.  Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მინისტრი რობ კრამერს შეხვდა

bakuriani 022გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობების, სოფლის მეურენეობისა და ინოვაციების სამინისტროს მრჩეველს ბატონ რობ კრამერს შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნიდერლანდების კომისიის ტექნიკური მდივანი არენდ კალჰოლფი. Read the rest of this entry »

 

გლობალური დათბობა მკაცრი ყინვების თანხლებით წარიმართება

balaxi bakurianiანომალიური ყინვები, რომელიც უკანასკნელ ხანს დედამიწაზე დაიწყო, თითქოს არ ამართლებს გლობალური დათბობის პროცესის დაწყების თეორიას. თუმცა, როგორც მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, ყინვები სწორედ სამომავლო მკვეთრი კლიმატური ცვლილებების მაჩვენებელია. ამის შესახებ Live Science წერს.  Read the rest of this entry »

 

ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

myinvarwveri 001ძველად, საქართველოში, ახალ წელს ოჯახებში მეკვლეები მიდიოდნენ, რომლებიც პირველად ამბობდნენ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.”; ზოგან თოვლსაც შეყრიდნენ, ზოგან თაფლიან პურს შეჭამდნენ. საერთოდ, თაფლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, რადგან მომავალი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ხევსურეთში, სადაც მეკვლეს ხატიდან ლუდი მიჰქონდა, სახლში შესვლისას მთელ ოჯახს და საოჯახო ნივთებს მოასხურებდა და იტყოდა: “აგრემც ახვავდებით, აგრემც აფუვდებით.”; მერე მიდიოდა ცეცხლთან, ჯოხს შეუჩიჩხინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იტყოდა: “ამდენი საქონელი, ამდენი ქალი, ამდენი კაცი.”; Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

ავტორი: on 14/01/2013 დუიმი ტურიზმი