RSS

მომავალ კვირას ყინვაა მოსალოდნელი

yinulis loloebiმომავალ კვირას საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთაში და არ არის გამორიცხული აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოყინოს. 8-19 მარტს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 1-დან 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურამ მინუს 3-5 გრადუსი შეადგინოს.

Read the rest of this entry »

 

ოჩხამურში ხანძარი 10 ჰექტარს მოედო

IMG_0968ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს. ”ხანძარი, სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მეხანზრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ალი საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს” – აცხადებს რადიო ”აჭარის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძე Read the rest of this entry »

 

ხანძარი ჩაქვში

IMG_0938ძლიერი ხანძარი იყო ჩაქვში. წერეთლის ქუჩაზე ცეცხლი ათეულობით ჰექტარ ფართობზე ნაძვის ხეებს მოედო, რის შემდეგაც ცეცხლის ალი მოსახლეობაში გავრცელდა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლებზე ელექტროსადენებიდან გადავიდა. თუმცა თვითმხილველები ამბობენ, რომ ცეცხლი მოპირდაპირე მთიდან გადმოვიდა, სადაც წყალსაცავი იწვოდა. ძლიერი ქარის გამო, ხანძარი სასაფლაოს ტერიტორიასაც გადაედო. Read the rest of this entry »

 

გომის ტყეში ხანძარია

mtirakaამ წუთებში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ინფორმაცია, რომ მტირალას ეროვნულ პარკში ხანძარია. გურია ნიუსი კი იტყობინება, რომ ოზურგეთის მინიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, გომის ტყეში ხანძარი მძვინვარებს. Read the rest of this entry »

 

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი

iyalTo 003ოლიკო ცისკარიშვილი

იყალთოში შუა სუკუნეების სამონასტრო ანსამბლი კახეთში, თელავიდან 7-8 კმ დაშორებით მდებარეობს, რომელშიც შედის  VI ს. პატარა გუმბათოვანი ეკლესია, მეორე გუმბათოვანი ეკლესია IX ს-ისა: ერთნავიანია სამლოცველო XII -XIII სს-სა და თავის დროზე სახელგანთქმული აკადემიის   ნანგრევები. აკადემიის აყვავება XI – XII სს. მიჯნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსის არსენ იყალთოელის სახელთანაა დაკავშირებული, მაგრამ თავად შენობა VIII – IX საუკუნეთა ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და სპეციალისტთა ვარაუდით, აგებულიც დაახლოებით მაშინ უნდა იყოს. ეს ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხა ნაგებობაა, რიყის ქვით ნაშენი (მას დასავლეთით სხვა შენობებიც ებმის). პირველი სართული ორ ოთახადაა გაყოფილი, ზემოთ კი ერთი მთლიანი,  ვრცელი დარბაზია (24,5X9 მ. შიგნით, ე.ი. 220 კვ.მ – მდეა), ალბათ ეს იყო სამეცნიერო შეკრებათა ადგილი. ყველაზე საინტერესო, ხუროთმოძღვრული ელემენტი აღმოსავლეთი კედლის ორი (შეწყვილებული) თაღოვანი მალია, მათ შუა მოქცეული რვაწახნაგა ბოძით. შენობა ძლიერ დაზიანებულია – აღარც სართულშუა გადახურვებია, აღარც მონასტრის ეზოსკენ მიმართული ჩრდილოეთის კედელი. Read the rest of this entry »

 

ჭიათურა – ეკოლოგიური პრობლემების ზღვარზე

WiaTura 04საზოგადოებისთვის გაურკვეველია, რა ბედი ელის ჭიათურის მუნიციპალიტეტში, “ბუნიკაურის” და “კავთელაძეების” უნიკალურ ტყის მასივებს, რომლებიც მანგანუმის ამოღების შემდეგ, შესაძლოა, უდაბნოდ იქცეს.  ჭიათურაში ჰაერის დაბინძურების დონე კი მრავალჯერ აღემატება დასაშვებ კონცენტრაციას. Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკში თეთრ ვეფხვს სამი ბოკვერი გაუჩნდა

TeTri bokveriგუშინ საღამოს, თბილისის ზოოპარკში, თეთრმა ვეფხვმა კამერონმა ბოკვერი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა. Read the rest of this entry »

 

ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია

nagaviiiiiiiგუშინ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა ნარჩენების მართვის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია, რომელიც შემუშავდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Twinning-ისპროექტის „გარემოს დაცვის სამინისტროს შესაძლებლობათა გაძლიერება ნარჩენების მართვის სისტემის შემუშავებისა და გაუმჯობესების მიზნით საქართველოში” ფარგლებში.  Read the rest of this entry »

 

ახმეტის ღვთისმშობლის ეკლესია

axmeta 001ოლიკო ცისკარიშვილი

ახმეტა მდებარეობს მდინარე ალაზნის მარჯვენა მხარეს, მდინარე ილტოს ქვემო დინებასა და მდინარე ორვილს შორის გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლეთან. თბილისიდან 174 კმ-ში.

თქმულების მიხედვით, თამარ მეფეს ძალზე მოსწონებია წყლითა და ნოყიერი ნიადაგით მდიდარი ეს კუთხე და უნატრია: ახ, ნეტავ, აქ ზვარი და ხეხილი გაშენდესო. მეფის სურვილი ასრულებულა, დასახლებისათვის კი ახმეტა დაურქმევიათ.

Read the rest of this entry »

 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავი ჩამოწვა

zamt7მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთი ამ დროისთვის დაკეტილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ გზაზე ჩამოსულია რამდენიმე ზვავი, მათ შორის ერთი 10 მეტრიანია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზების დეპარტამენტის ტექნიკა აღდგენით  სამუშაოებს უკვე აწარმოებს.
მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. გზა შეძლებისდაგვარად სწრაფად გაიწმინდება.
საქართველოს საავტომობილო გზის სხვა მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩამოწოლილი ზვავის გამო, გაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.