რამდენიმე წუთის წინ, თბილისის ზოოპარკში, თეთრმა ვეფხვმა კამერონმა ბოკვერი გააჩინა. ამის შესახებ ინფორმაცია ზოოპარკის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნდა. მშობიარობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ ნამატი მეტი იქნება. Read the rest of this entry »
თბილისში თეთრ ვეფხვს ბოკვერი გაუჩნდა
ჩემი მეგობარი ტყე
პროექტი “ჩემი მეგობარი ტყე”, ტარდება ახმეტის დღის ცენტრის ბავშვებისთვის, ტყის საერთაშორისო დღის კვირეულის ფარგლებში. გამარჯვებული თხზულების ავტორი დაჯილდოვდება დიპლომითა და საჩუქრებით. დაჯილდოვების დღეს, ახმეტის დღის ცენტრის კონკურსში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ მიიღონ მონაწილეობა გამწვანების აქციაშიც. Read the rest of this entry »
საჯარო დისკუსია ხდის ხეობაში შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით
ხვალ, 13 მარტს 15:00 საათზე, გარემოს დაცვის სამინისტროში ჩატარდება საჯარო დისკუსია ხდის ხეობაში შპს „ყაზბეგი ჰესის” 6 მგვტ სიმძლავრის ყაზბეგის ჰიდროელექტროსადგურის შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით. Read the rest of this entry »
ბაგრატის ტაძარი – რეკონსტრუქციამდე და დღეს
ქუთაისში, საუკუნეების განმავლობაში, ერთგვარ სავიზიტო ბარათს ბაგრატის ტაძარიწარმოადგენდა. თუმცა უმეტესობის აზრით, რეაბილიტაციის შემდეგ, ბაგრატის ტაძარმა სრულიად დაკარგა ის ინდივიდუალურობა და სილამაზე, რაც მას სხვა ტაძრებისგან გამოარჩევდა. “რეკონსტრუქციამდე უფრო დიადი იყო, მაშინ უფრო ვგრძნობდი მის სიდიადეს” – გვითხრა ერთ-ერთმა ტურისტმა, თუმცა ადგილობრივი მღვდელმსახურები მას არ დაეთანხმნენ და აგვიხსნეს, რომ ტაძრის შეგნით არსებული რკინის კონსტრუქციები ზუსტი ასლი ყოფილა ძველი ბაგრატის კონსტრუქციისა – სწორედ, იქ იდგნენ მგალობლები და საგალობლებს მღეროდნენ, – დასძინა მან. Read the rest of this entry »
სურამი
ჰავის განსაკუთრებული თვისებების გამო, სურამი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტია საქართველოს მასშტაბით. ჰავა ზომიერად ნოტიოა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი. იანვრის საშუალო ტემპერატურა – 2 , ივლისის + 20 გრადუსია, სურამი გარშემორტყმულია ტყით, რაც სუფთა ჰაერის საწინდარია განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰავას ბავშვებისათვის აქვს, რომელთაც სასუნთქი გზების დაავადება აწუხებთ, აგრეთვე რეკომენდირებულია ტუბერკულიოზის სამკურნალოდ და ორგანიზმის იმუნიტეტის უნარის ასამაღლებლად. სურამი ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა დაბას გარშემო ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი ხე-მცენარეები და ბუჩქები აკრავს, წიწვოვანი მცენარეებიც უმრავლესობა ხელოვნურადაა გაშენებული, რაშიც დიდ ღვაწლი მიუძღვის პროფესიონალ მეტყევეს, ტყის ქომაგს, საქართველოში ტყეების გაშენების ერთ-ერთ ორგანიზატორს 1875 წელს დაბადებულ მიხეილ მურვანიშვილს. მისი გაშენებულია სურამში კვირაცხოვლის, ბაიანთხევის და გვერდისუბნის ფერდობებზე ფიჭვის ტყეები. ფართოფოთლოვანი ხე-მცენარეებიდან გვხვდება მუხა, ნეკერჩხალი, წიფელი, რცხილა, ვერხვი, მურყანი. ტყეებში ბევრია სხმარტლი, კუნელი, შინდი, ასკილი, მაყვალი, იელი, გვიმრა, თხილი. ზოგგან ტყის პირას გვხვდება ხელოვნურად გაშენებული აკაცია. დაბის ტერიტორიაზე ხარობს წითელ წიგნში შეტანილი მცენარეთა ზოგიერთი სახეობა. მაგ: უთხოვარი, ბზა, შიშველი აკაკი, ქართული ნეკერჩხალი, დაბაში კარგად ხარობს ხეხილი, კაკალი, თხილი. სურამის ცენტრში ვხვდებით სხვადასხვა სახეობის ნაძვებს, ნეკერჩხალს, ფიჭვს, ვერხვებს, რომლებიც ალამაზებენ ცენტრალურ ქუჩას. Read the rest of this entry »
მექსიკაში ორი ტურისტი ტალღებმა წაიღო
უზარმაზარმა ტალღამ მექსიკის სანაპირო ზოლში კურორტ ლოს-კაბოსზე ერთი ადამიანი სიცოცხლე იმსხვერპლა. წინასწარი ინფორმაციით, ტურისტები ზღვისპირას სეირნობდნენ, როდესაც მამაკაცი ტალღამ წაიღო. Read the rest of this entry »
ვირჯინიაში დიდთოვლობაა
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კარსტენ ვილკეს შეხვდა
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია, გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის ხელმძღვანელობით, ჰესენის გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელს კარსტენ ვილკეს შეხვდა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა სატყეო სექტორის მოწყობის სფეროში გერმანიის გამოცდილების გაზიარებას. ბატონმა ვილკემ დელეგაციის წევრებს გააცნო ჰესენის ტყეების მართვის ინსტიტუციური მოწყობა და ფუნქციების განაწილების სქემა სახელმწიფო, კერძო და მუნიციპალურ სტრუქტურებს შორის. აგრეთვე დეტალურად წარმოადგინა სამინისტროში არსებული სატყეო დეპარტამენტის ცენტრალური და ადგილობრივი ოფისების სტრუქტურა, განმარტა სატყეო მეურნეობის პრაქტიკული საქმიანობის განმახორციელებელი ჰესენის სატყეო საწარმოს სტრუქტურა და ფუნქციები. Read the rest of this entry »
ტუვის მთებში სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია
ტუვის მთებში, სადაც უკვე მესამე დღეა უშედეგოდ ეძებენ მოზარდებს, სამაშველო სამუშაოები ძლიერი ქარის გამო შეჩერებულია. ამ ადგილას, მედიკოსების და ფსიქოლოგების ჯგუფიცაა მობილიზებული. სამაშველო ოპერაციებიაებში მონაწილეობას იღებს 10 ტექნიკის მანქანა და 100-მდე მაშველი. Read the rest of this entry »







