RSS

ქაღალდის ავანგარდული შოუ

tye 3საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ” ცენტრის სამხატვრო ჯგუფის (მასწავლებელი თამარ სულხანიშვილი) ინიციატივითა და „ჰაიარტუნ” ცენტრის მხარდაჭერით, 16 მარტს, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში შედგა შოუ „TAMAR and KIDS PAPER FASHION SHOW”.  Read the rest of this entry »

 

“საქართველოს ეროვნული პარკები” საერთაშორისო გამოფენაზე “ITB BERLIN 2013″(Messe Berlin) წარსდგა

tye12გამოფენაზე ეროვნული პარკები და მღვიმეები  იქნა წარადგენილი

2013 წლის 6-10 მარტს გერმანიში, ქ. ბერლინში გამართულ ტურისტულ გამოფენაში “ITB  BERLIN 2013” (Messe Berlin)    დაცული ტერიტორიების სააგენტომ  მონაწილეობა მიიღო.
სააგენტოს საგამოფენო სტენდზე წარდგენილი ჰქონდა საქართველოს ეროვნული პარკების და მღვიმეების შესახებ ინფორმაცია. Read the rest of this entry »

 

ჩეხეთში საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს მღვიმეები წარადგინეს

saTaflia 0052013 წლის 17- 20 იანვარს  ჩეხეთში  ქ. ბრნოში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე  “International Travel Trade Fair 2013”    და 7-10   თებერვალს  ჩეხეთში ქ. პრაღაში გამართულ  გამოფენზე    “Holiday World – 2013”  ჩეხეთის რესპუბლიკამ,  საქართველოს იმერეთის მღვიმეები წარადგინა. Read the rest of this entry »

 

აჭარის სანაპიროებს 4 ბალიანი შტორმი უტევს

chaqvi 006შავ ზღვაში შტორმებისა და ქარბორბალების საფრთხის გამო, აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული.
“სააგენტოში შემოსული ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეიდან გაუარესდება ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით, განსაკუთრებით – აჭარაში. მოსალოდნელია ზღვაში შტორმები, შეიძლება – ქარბორბალებიც. ასევე, თოვლი, ქარი და წვიმები. ამასთან დაკავშირებით, ჩვენი სააგენტო გადასულია მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზე. მუშაობის საგანგებო რეჟიმი ალბთ სამ დღეს გაგრძელდება”, – აღნიშნა აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფრომა მამუკა თურმანიძემ.
ამასთან, ამინდის ცვლილების გამო, ბათუმის იახტკლუბიც საგანგებო რეჟიმში მუშაობს.  Read the rest of this entry »

 

ძლიერმა ქარმა სახლების სახურავები და 110 კვატიანი ხაზები დააზიანა

bakuriani 008ძლიერმა ქარმა წუხელ თბილისში, 20-მდე სახლის სახურავი დააზიანა. თბილისის სამაშველო სამსახურში განუცხადეს, წუხელ ქარის გამო, მოსახლეობის მხრიდან 20-მდე გამოძახება დაფიქსირდა.

მათი ინფორმაციით, მოსახლეობას სერიოზული ზიანი ჯერჯერობით არ მიუღია. გამოძახებები კი ძირითადად, გლდანი-ნაძალადევისა და საბურთალოს მოსახლეობისდან შევიდა და სახურავების დაზიანებას შეეხებოდა. Read the rest of this entry »

 

აჭარის საგანგებო სიტუაციების სააგენტო ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდა

baTumi13აჭარაში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე მამუკა თურმანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოსალოდნელია ზღვაში შტორმები და ქარბორბალები, რის გამოც საგანგებო სიტუაციების სააგენტო მუშაობის ყაზარმულ რეჟიმზეა გადასული. Read the rest of this entry »

 

ინდოეთის პოლიციამ შვეიცარიელი ტურიტების ძარცვისა და გაუპატიურების გამო 20-მდე ადამიანი დააკავა

indoeTiინდოეთის მათხია-პრადეშის შტატის პოლიციამ 20-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან შვეიცარიელი ტურისტის გაძარცვასა და ჯგუფურ გაუპატიურებაში.
39 წლის ქალი და მისი მეუღლე ცენტრალურ ინდოეთში ველოსიპედით მოგზაურობდნენ. პარასკევს საღამოს მათ სოფელ ჯიდიასთან მათ თავს დაესხნა რამდენიმე ადამიანი.  Read the rest of this entry »

 

წუხელ დასავლეთ საქართველოში მთელი ღამე სტიქიას ებრძოდნენ

IMG_0898უამინდობის გამო, წუხელ, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში, ებრძოდნენ ცეცხლს ქობულეთში, ხელვაჩაურსა და გონიოში. ცეცხლი გვიან ღამით სოფელ ჭარნალში ელექტროსადენებს გაუჩნდა, საიდანაც სამეურნეო ფართობზე გავრცელდა, შემდეგ კი ტყეს მოედო. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. Read the rest of this entry »

 

მომავალ კვირას ყინვაა მოსალოდნელი

yinulis loloebiმომავალ კვირას საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი. ყინვაა მოსალოდნელი დასავლეთ საქართველოს მთაში და არ არის გამორიცხული აღმოსავლეთ საქართველოს ბარშიც მოყინოს. 8-19 მარტს დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთში, ღამით ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა მინუს 1-დან 4 გრადუსამდე დაეცეს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი ჰაერის ტემპერატურამ მინუს 3-5 გრადუსი შეადგინოს.

Read the rest of this entry »

 

ოჩხამურში ხანძარი 10 ჰექტარს მოედო

IMG_0968ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩხამურში, ე.წ. ”კირპიჩის” ტერიტორიაზე, მასშტაბური ხანძარი საათნახევრის განმავლობაში 10 ჰექტარ ფართობს მოედო. ადგილზე ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის ორი ბრიგადა ამ დრომდე მუშაობს. ”ხანძარი, სავარაუდოდ მოსახლეობის დაუდევრობის შედეგად გაჩნდა. მეხანზრეები ცდილობენ, რომ ცეცხლის ალი საცხოვრებელ სახლებზე არ გადავიდეს” – აცხადებს რადიო ”აჭარის” კორესპონდენტთან სატელეფონო საუბარში ქობულეთის სახანძრო სამაშველო სამსახურის უფროსი დავით დავითაძე Read the rest of this entry »