RSS

7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანში

miwisZvraრამდენიმე წუთის წინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ირანში, პაკისთანის საზღვართან ახლოს. ჯერჯერობით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. Read the rest of this entry »

 

ელიას მთა

elias mTa 003ოლიკო ცისკარიშვილი

ვაშლოვანი დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ჩრდილოეთი მწვერვალი, რომელიც ნიკორაციხის სახელითაა ცნობილი, ცოტა უფრო მაღალია ( სიმაღლე 1001 მ. ზღვის დონიდან), ვიდრე სამხრეთი მწვერვალი, რომელსაც ელია ეწოდება, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ფრიალოკალთებიანი და ძნელად მისადგომია. Read the rest of this entry »

 

ჭაჭუნას აღკვეთილი

WaWuna 006ოლიკო ცისკარიშვილი

დედოფლისწყაროს დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია ჭაჭუნას აღკვეთილი. ჭაჭუნას აღკვეთილი საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ქიზიყში, ისტორიულ კამბეჩოვანში  მდებარეობს. თბილისიდან დაახლოებით, 175 კილომეტრითაა დაშორებული. მისი ფართობი 5 200 ჰექტარია და მდინარე იორის ნაწილს მოიცავს. ჭაჭუნას აღკვეთილში დაცულია ჭალის ტყე…

ადგილობრივების გადმოცემით, ზამთარში ჭალის ტყყები ქარის გამო ჭრაჭუნს იწყებდნენ. დროთა განმავლობაში,  ასე დაერქვა ამ ადგილს ჭაჭუნა. საქართველოში, ამ ტიპის ტყეები ადამიანის სამეურნეო საქმიანობის შედეგად თითქმის გადაშენებულია და შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ მდინარეთა ნაპირებზე. Read the rest of this entry »

 

ინგლისში ასობით ზღვის ფრინველი დაიხოცა

დახოცილი ფრინველიინგლისის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ასობით მკვდარი და მომაკვდავი ზღვის ფრინველი იპოვეს. ფრინველების სხეული წებოვანი ნივთიერებით არის დაფარული. სავარაუდოდ მათი გარდაცვალების მიზეზი, წყლების დაბინძურება გახდა. Read the rest of this entry »

 

საზღვრისპირა სოფელი ერისიმედი

ekali 0001ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს რეგიონები განსაკუთრებით მოწყვლადია კლიმატის ცვლილებების ნეგატიური გავლენის მიმართ, რომელიც იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს, ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების დეგრადაციას და შესაბამისად, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოფლის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე,

მდინარე ალაზნის ხეობა ეროზიული ხეობაა, სოფელი ერისიმედი ოფიციალურად სიღნაღის რაიონიშ შემადგენლობაში შედის და საქართველოს იურისდიქციაშია, თუმცა სოფელში ისე ვერ შეხვალთ, სასაზღვრო პოლიციის საგუშაგოში რეგისტრაცია თუ არ გაიარეთ… ასე მოხდა ჩვენი სტუმრობის დროსაც. საზღვარი, სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია, თუმცა მესაზღვრეები სოფელს მუდმივად აკონტროლებენ და სოფელში მუდმივად მოძრაობენ. მესაზღვრეების თქმით, სოფელი სადაო ტერიტორიაზეა. არსებული ინფორმაციით, აზერბაიჯანის საზღვარი სოფლის შუაში გადის, დღეის მდგომარეობით, კი აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს მავთულხლართები დასახლებული პუნქტიდან ათ მეტრში აქვთ გავლებული, სწორედ, ძველი  სკოლის შენობის შემდეგ იწყება მათი საზღვარი, საზღვარი მდინარეზეც კია გავლებული. მდინარეზე შეკოწოწებული ხის მასალა, იმას მოწმობს, რომ იქით გადასვლის უფლება ადგილობრივებს აღარ აქვთ. Read the rest of this entry »

 

დღეს, ჰოლანდიაში მუზეუმის დღეა

holandiis muzeumiყოველწლიურად, ჰოლანდიაში, აპრილში, შაბათ-კვირას იმართება მუზეუმის დღე, რომლის მიზანია მოსახლეობაში ხელოვნების მიმართ კულტურის ზრდა. ამ დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის და ტურისტებისთვის 550 მუზეუმის კარი იღება სრულიად უფასოდ.

Read the rest of this entry »

 

დედამიწა “მზის ქარს” ორშაბათამდე იგრძნობს

mtredebiდედამიწას ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი უახლოვდება. ყველაზე მეტად “მზის ქარს” დედამიწა დღეს იგრძნობს. მზის “დარტყმები” კვირას და შესაძლოა, ორშაბათსაც ნაკლები სიძლიერით გაგრძელდეს.

აფეთქება ხუთშაბათს, პრაქტიკულად, მზის ცენტრში დაფიქსირდა. კოსმოსური ამინდის პროგნოზირების ცენტრის განცხადებით, ასეთი აფეთქება მზეზე გასული წლის ნოემბრის მერე აღარ ყოფილა. Read the rest of this entry »

 

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

miwisZvra23 ადამიანი დაშავდა იაპონიის დასაველთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხეგოს პრეფექტურაში კუნძულ ავაძისთან მომხდარი მიწისძვრის სიმძლავერე 6,3 მაგნიტუდა იყო. Read the rest of this entry »

 

გაიხსნა მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა

gazafxuli 00112 აპრილს გამოფენების ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე, მე – 11 პავილიონში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილმა რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენა გახსნა. Read the rest of this entry »

 

კახეთში სეტყვამ ხეხილის ბაღები გაანადგურა

setyvaთელავის რაიონის სოფელ რუისპირში ძლიერი სეტყვა მოვიდა, რომელიც ნახევარი საათი  გრძელდებოდა. ადგილობრივების განცხადებით, სრულად არის განადგურებული ატმის ნარგავები, დაზიანდა ვენახიც. სოფელში ამ დროისთვს ძლიერი წვიმაა.  Read the rest of this entry »