2182 წელს დედამიწას ახალი ასტეროიდი მოუახლოვდება
ნასას დედამიწის ახლომდებარე ობიექტების პროგრამის ხელმძღვანელის ლინდლი ჯონსონის განცხადებით, ასტეროიდი 1999 RQ36, რომელიც დედამიწას 2182 წელს მოუახლოვდება, სხვა ასტეორიდების საშიშროების ცავლის შემდეგ, დედამიწისთვის მისი მოახლოებაც ერთ-ერთ მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. Read the rest of this entry »
“სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა!” არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად
პროექტი “სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა!” არასამთავრობოების საერთო ქმედება შავი ზღვის აუზის გარემოს დასაცავად (CRCS). რუმინული ეკო საკონსულტაციო ცენტრი გალათი თავის მოლდაველ, თურქ, ბულგარელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად,პირველი თებერვლიდან დაიწყო პროექტ “სუფთა მდინარე – სუფთა ზღვა” განხორციელება. პროექტის ხანგრძლივობაა 24 თვე და ხორციელდება ეკო საკონსულტაციო ცენტრ გალათის (ECCG) კოორდინაციის ქვეშ. Read the rest of this entry »
ყვარლის ტბა
ყვარლის ტბა, თბილისიდან დაახლოებით 149 კილომეტრითაა დაშორებული. ეს უნიკალური კურორტი ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის სამხრეთ კალთების მთების ქვეშ 260 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაშლილი. ტბაში მდინარე ბურსასა და ჩაგურგულას წყალი ჩაედინება. გარშემო საუკუნოვანი ტყეებით შემორტყმული ყვარლის ტბის ულამაზესი მთები მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. დილის და საღამოს ნისლიანი მთების აჩრდილი ტბაზე საამური ლივლივებს და ყოველ ჯერზე ეს სანახაობა წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. Read the rest of this entry »
ისტორიული ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღე
ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.
ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. Read the rest of this entry »
თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადრები ჰყავს
თბილისის ზოოპარკში იაგუარმა ანამ უკვე მეორედ 3 კნუტი გააჩინა გამთენიისას.
ზოოპარკის ადმინისტრაციის თქმით, მათგან ორი შავი და ერთიც ჭრელია. სქესი ჯერ-ჯერობით არ ვიცით. პატარები ჯანსაღად გამოიყურებიან და დედასთან ერთად არიან, რომელიც ჯერ-ჯერობით მათ ყურადღებას არ აკლებს. იმედი გვაქვს, რომ შემდგომშიც ასე გაგრძელდება და სამივე პატარა დიდ იაგუარებად დაიზრდება. Read the rest of this entry »
შირაქის ველი – ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები
ოლიკო ცისკარიშვილი
ისტორიულ ქიზიყში, დედოფლისწყაროს ტაიონში, საქართველოს უკუდურეს სამხრეთში, არის უნიკალური ადგილი, რომელსაც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ქვია. კახეთის ორ მთავარ მდინარეს, ორ მთავარ სასიცოცხლო წყაროს – იორსა და ალაზანს შორის მოქცეული დაცული ტერიტორიები მოიცავს სახელმწიფო ნაკრძალს, ბუნების ძეგლებსა და ეროვნულ პარკს. ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი 1935 წელს შეიქმნა ორი დიდი ქართველი მეცნიერისა და ბუნების ქომაგის – ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის ინიციატივით. ნაკრძალის ტერიტორიის საერთო ფართობი – 10142 ჰექტარია. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 300-600 მეტრს შორის მერყეობს. Read the rest of this entry »
ირანში მიწისძვრას 40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
უახლესი მონაცემებით, ირანში რამდენიმე საათის წინ მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა, ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ზუსტი დათვლის შემდეგ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება. უკვე დადასტურდა, რომ 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ირანში ნგრევა მოჰყვა. Read the rest of this entry »
7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ირანში
რამდენიმე წუთის წინ, ძლიერი მიწისძვრა მოხდა ირანში, პაკისთანის საზღვართან ახლოს. ჯერჯერობით, მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. Read the rest of this entry »
ელიას მთა
ვაშლოვანი დაცულ ტერიტორიაზე რამდენიმე ისტორიული ძეგლია, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთით აღმართულია ორმწვერვალიანი მთა. მისი ორივე მწვერვალი თეთრი კირქვის მძლავრი მასივია, რომელთაც გაბატონებული ადგილი უკავიათ დედოფლისწყაროს ზეგანზე და შორიდანვე იქცევენ მნახველის ყურადღებას. ჩრდილოეთი მწვერვალი, რომელიც ნიკორაციხის სახელითაა ცნობილი, ცოტა უფრო მაღალია ( სიმაღლე 1001 მ. ზღვის დონიდან), ვიდრე სამხრეთი მწვერვალი, რომელსაც ელია ეწოდება, მაგრამ ეს უკანასკნელი უფრო ფრიალოკალთებიანი და ძნელად მისადგომია. Read the rest of this entry »






