RSS

ნიჟეგოროდის რაიონში სამი შენობა მიწამ შთანთქა

nijegorodiდღეს, ნიჟნი ნოვგოროდში, ნიჟეგოროდის რაიონში ბუტურლინოს დასახლებაში, ღამით, გრუნტი დაიძრა და მიწამ შთანთქა ორი საცხოვრებელი სახლი და ერთიც მიტოვებული სამეურნეო შენობა, იტყობინება რეგიონის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრა ირანში – მსხვერპლთა რიცხვი იზრდება

Mideast Iran Earthquakeირანის სამხრეთ-დასავლეთში, მიწისძვრების სერიების შემდეგ სამ ათეულზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სტიქიისგან კიდევ 800-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა. დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ ინფორმაცია აარაა სრული, რადგან ათეულობით ადამიანი ნანგრევების ქვეშ კიდევ შეიძება იყვენენ მოყოლილნი. Read the rest of this entry »

 

შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 67 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა

miwisZvra 04დღეს, საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლიდან 67 კილომეტრში მიწისძვრა დაფიქსირდა. Read the rest of this entry »

 

დაბა ლაითურში 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა

IMG_0906ხანძარი ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში – გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 ჰექტარი ფართობი დაიწვა. ცეცხლი ჩაის პლანტაციებს და დაბა ლაითურში ახლახან გაშენებულ ნაძვნარს გაუჩნდა. Read the rest of this entry »

 

ესპანეთის სანაპიროებს შხამიანი მედუზები უტევენ

chaqvi 007ესპანეთის ქალაქ კადისისა და უელვას პლაჟები ოფიციალურად დაიხურა, რადგანაც სანაპიროზე შხამიანი მედუზები გამოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მარტის ბოლოს მედუზების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა ესპანეთის ხელისუფლებამ პლაჟების გახსნის გადაწყვეტილება არ მიიღო. რაც თავის მხრივ აიხსნება იმით, რომ საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს. Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მინისტრის პრესკონფერენცია

dariali 003ხვალ, 10 აპრილს,  გაიმართება საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონის ჰიდროელექტრო სადგურისმშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაციაშეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძეენერტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA – Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

ექსპერტებმა, უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, აგრეთვე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. მათ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე დეტალურად შეისწავლეს საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. აგრეთვე, თბილისში ჩატარდა შეხვედრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია”-ს წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში

 

კორეელი ჟურნალისტები საქართველოს სტუმრობენ

svecicxoveli 0179-18 აპრილს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კორეის საზოგადოებრივი მაუწყებლობის „Korea Broadcasting System” ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულ პრეს ტურს მასპინძლობს.
აღნიშნული მაუწყებლობა იუწყებოდა, რომ ვინაიდან საქართველო საკმაოდ აქტუალურია კორეაში, მათ ჰქონდათ სურვილი თავიანთი გადაცემებისთვის გაეკეთებინათ საქართველოს ღირშესანიშნაობებზე სიუჟეტები. Read the rest of this entry »

 

აჭარაში ტურისტების რაოდენობა შემცირდა

baTumi 016აჭარაში ტურისტების რაოდენობა 50.2%-ითაა შემცირებული. 2013 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 51 ათას 482 ვიზიტორი ჩავიდა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 50.2%-ით ნაკლებია, ხოლო 2011 წელთან შედარებით კი – 40.2%-ით ნაკლები. 2012 წლის იანვარ-მარტში სულ აჭარაში 103 ათას 471 ვიზიტორი იმყოფებოდა, ხოლო 2011 წლის იანვარ-მარტში კი – 86 ათას 89 ვიზიტორი.
2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა იყო 40 ათას 57 ვიზიტორი, რაც 2012 წლის დროის იმავე პერიოდთან შედარებით 3.4%-ით მეტია. 2012 წლის იანვარ-მარტში აჭარას 38 ათას 725 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა, ხოლო 2011 წელს კი – 24 ათას 579 ვიზიტორი.

სტატისტიკური ინფორმაციით, იანვარ-მარტში აჭარაში სომეხი ვიზიტორების რაოდენობამ საგრძნობლად დაიკლო.  2013 წლის იანვარ-მარტში აჭარაში 85,7 %-ით ნაკლები სომეხი ვიზიტორი ჩავიდა ვიდრე მათი რიცხვი 2012 წლის იანვარ-მარტში იყო. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე შემცირებულია ასევე ვიზიტორები ლიტვადან – 60,4 %-ით, ლატვიიდან – 56,9 %-ით, ბელარუსიდან – 59,2 %-ით, პოლონეთიდან – 51,2 %-ით, ესტონეთიდან კი – 45,1 %-ით.

http://www.ghn.ge

 

საქართველოში წვიმა და ქარია მოსალოდნელი

wvima777საქართველოს მასშტაბით წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პროგნოზირების სამსახურის ცნობით, არამდგრადი ამინდი 10 აპრილამდე შენარჩუნდება და ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. Read the rest of this entry »

 

ეგვიპტეში მიწისძვრა მოხდა

miwisZvra 04ეგვიპტეში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ძირითადად ის საკურორტო ზონაში დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციით 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა შარმ-ეშ-შეიხში, ნუვეიბაში, დახაბში, ტაბაში, სინის ნახევარკუნძულზე და ხურგადაში იგრძნობოდა. Read the rest of this entry »