მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უმცირესობასთან შეხვედრისას განმარტა, მთავარია, რომ ინტენსიურად მუშაობს და ეძებს ინვესტორებსტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. Read the rest of this entry »
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორებს ეძებს
ნასა: მარსი ყოველწლიურად 200-ზე მეტ “ასტეროიდულ დარტყმას” იღებს
მარსიდან (Mars Reconnaissance Orbiter) გადაღებული კადრებით, მეცნიერებს პირველად მიეცათ საშუალება დაეთვალათ ასტეროიდების რაოდენობა, რომელიც პლანეტის ზედაპირზე ეცემა, იტყობინება ნასა. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრმა ხათუნა გოგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები. მისი განმარტებით, 2011 წლის მარტში გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, რის გამოც, გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკნინდა ფუნქციები, გაუქმდა გარკვეული სტრტუქტურები და გართულდა სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. Read the rest of this entry »
ტეხასის შტატში ტორნადომ 6 ადამიანი იმსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ტორნადომ მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქ გრენბერს მიაყენა, სადაც საცხოვრებელი სახლების უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. Read the rest of this entry »
ჰოლანდიაში შავი ტიტის შექმნის დღე აღნიშნეს
ცნობილია, რომ ტიტების სამშობლო საბერძნეთია, უფრო ადრეულ ცნობებს ტიტების შესახებ ირანიდან მომდინარეობს. ირანიდან ტიტები თურქეთში მოხვდა, სადაც ხალხის გული მალევე დაიპყრო. უკვე XVI საუკუნეში ტიტების სხვადასხვა სახეობებს ვხვდებით. სულთანის ცოლები თვლიდნენ, რომ ეს ყვავილები მათი ღმერთისადმი სიყვარულის სიმბოლო იყო. Read the rest of this entry »
ხვალ მედია გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ხვალ მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალინდელი პრესკონფერენციის ფარგლებში მინისტრი ხათუნა გოგალაძე განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობის, ახლად შექმნილი უწყებების უფლებამოსილებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრებს. Read the rest of this entry »
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-12 ფორუმი გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-12 ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, 2013 წლის პროგრამის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია, ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობა და კონტროლი წარმოადგენდა. სამუშაო ჯგუფმა საქართველოში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების, ვეტერინარული მომსახურების მდგრადი მექანიზმების და სახელმწიფოს მხრიდან ვეტერინართა ხელშეწყობაზე იმსჯელა. Read the rest of this entry »
მიანმარიში, უბედური შემთხვევის შედეგად, 100-მდე ადამიანი წყალში დაიხრჩო
მიანმარიში უბედური შემთხვევის შედეგად 100-მდე ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათეულობით ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. “ბიბისის” ინფორმაციით ქვეყანაში მოსალოდნელი ციკლონის მოახლოებასთან დაკავშირებით ათასობით ადამიანის ევაკუირება გახდა საჭირო, როდესაც გადამზიდი ნავი წყალში გადაბრუნდა და მასზე მყოფი მოქალაქეები დაიღუპნენ. Read the rest of this entry »
სტიქიის ზონაში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძლიერი კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად, Read the rest of this entry »
კლიმატის საერთაშორისო დღე
15 მაისს მსოფლიო აღნიშნავს კლიმატის საერთაშორისო დღეს. ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ, მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. Read the rest of this entry »
