RSS

სტიქიის ზონაში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

mewyeri04რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძლიერი კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად, Read the rest of this entry »

 

კლიმატის საერთაშორისო დღე

alazani 00515 მაისს მსოფლიო აღნიშნავს კლიმატის საერთაშორისო დღეს. ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ, მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. Read the rest of this entry »

 

სეტყვამ სოფელ ვეჯინში სახნავ-სათესები და სავარგულები გაანადგურა

setyva 001ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში სახნავ-სათესები და სავარგულები გაანადგურა.  სოფელ ვეჯინიდან კახეთის გუბერნატორის ყოფილმა მოადგილის გიორგი სიბაშვილის ცნობით, რამდენიმე წუთში სეტყვამ წლევანდელი მოსავალი მთლიანად გაანადგურა. Read the rest of this entry »

 

იანვარ-აპრილში საქართველოში 32%-ით მეტი ტურისტი შემოვიდა

yazbegiskenიანვარ-აპრილში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32%-ითაა გაზრდილი. სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში 1 მლნ 291 ათას 593 ვიზიტორი შემოვიდა, მაშინ როდესაც 2012 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში უცხოეთიდან 978 ათას 521 ვიზიტორი შემოვიდა. Read the rest of this entry »

 

დღე-ღამის განმავლობაში მზეზე ორი ძლიერი ამოფრქვევა მოხდა

mze amofrqveva2012 წლის ოქტომბრის შემდეგ, მზეზე ასეთი ძლიერი რადიქატიული ამოფრქვევა არ ყოფილა, ბოლო 24 საათის განმავლობაში ორჯელ მოხდა, თუმცა მეცნიერები მაგნიტურ ქარიშხალს არ ელიან. Read the rest of this entry »

 

ფოტოკონკურსის – “დედამიწის საათი 2013 საქართველოში” გამარჯვებულები ხვალ დაჯილდოვდებიან

garemos dacvis logoგარემოს დაცვის სამინისტროში ხვალ ფოტოკონკურსის – “დედამიწის საათი 2013 საქართველოში”, გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გამარჯვებული ფოტოგრაფები წლევანდელი დედამიწის საათის საქართველოს აქციის ორგანიზატორებისგან (სასტუმროების ქსელი “შერატონი”, “ბილაინი”, “ახალი ნათება”, “გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების კავკასიური ქსელი” (CENN) და გაზეთი Georgia Today) სამახსოვრო პრიზებს მიიღებენ. Read the rest of this entry »

 

ეთნოგრაფიულ მუზეუმში ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2013″ გაიმართა

Rvinis festivali 05,,ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და თბილისის მერიის  მხარდაჭერით  ეთნოგრაფიულ მუზეუმში წლის ერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიება – ,,ახალი ღვინის ფესტივალი 2013″   გაიხსნა. ღონისძიება მიზნად ისახავს ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობას და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას. ფესტივალი გახსნეს ,,ღვინის კლუბის” პრეზიდენტმა მალხაზ ხარბედიამ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა და ,,საქპატენტის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ღვალაძემ. Read the rest of this entry »

 

ირანში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

Mideast Iran Earthquakeსულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა ირანში მომხდარი 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ USA Today იუწყება. მიწისძვრა ირანის სამხრეთ დღეს დილით დაფიქსირდა და ათობით სახლი დააზიანა. ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ.  Read the rest of this entry »

 

11-12 მაისი – გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე

oliko277გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. ამ დღეს ყოველწლიურად ეწყობა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები,  ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, რათა ხაზი გაესვას გადამფრენი ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვის მნიშვნელობას.

Read the rest of this entry »

 

“ახალი ღვინის ფესტივალი” ეთნოგრაფიულში

Rvinis festivali 03ხვალ, 11 მაისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, “ღვინის კლუბის” ორგანიზებითა და “ღვინის ეროვნული სააგენტოს” პატრონაჟით, რიგით მეოთხე “ახალი ღვინის ფესტივალი” გაიმართება. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება როგორც მსხვილი ღვინის კომპანიები, ასევე მცირე და ოჯახური მარნები, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთი ბოლო მოსავლის ღვინოს. ფესტივალს გახსნის “ღვინის ეროვნული სააგენტოს” თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი. Read the rest of this entry »