შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაციის შედეგად, დაბა გუდაურის ზემოთ არაგვის ხეობის ერთ- ერთი კლდიდან გზააბნეული ტურისტები ჩამოიყვანეს.
Category Archives: ტურიზმი
მაშველები გზააბნეულ ტურისტებს დაეხმარნენ
კუმურდო, მიტოვებული და ხავსმოდებული ტაძარი
შესასვლელში დაყრილ ქვებიდან ამოსული ჭიჭრების ქვეშ, ასომთავრული წარწერებო მოჩანს, დაკვირვებული თვალი იქიდანვე შეამჩნევს გუმბათჩამოქცეული ტაძრის გარედან კედლებს როგორ ჭამს ხავსი. ტაძარში ჭინჭარია ამოსული და ალაგ-ალაგ საქონლის კვალიც ჩანს.
ეს კუმორდოა, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამ ტაძრის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი, ალბათ ჩემსავით ბევრმა არ იცის, რომ კუმურდო – ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის ნანგრევები სოფელ კუმურდოს ტერიტორიაზეა. ძეგლი მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქიდან – 14 კმ-ში, სომხებით დასახლებულ სოფელში.
წითელ წიგნში შეტანილი დამბაშის კანიონი
წალკის მუნიციპალიტეტში ადრე მდინარე ქცია ყოფილა, რომელიც ახლა თითქმის აღარ მოედინება. აქ წალკის წყალსაცავიცაა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი დაშბაშის კანიონია, რომელიც წითელ წიგნში 1983 წელს შეიტანეს და უკვე მეორე წლია დაშბაშის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. თუმცა აქ ტურისტული მარშრუტები არ არის დაგეგმარებული. თუმცა უმშვენიერესი დასასვენებელი ადგილებია.
ჰაერში უსაფრთხოება იწყება მიწაზე
“ჰაერში უსაფრთხოება იწყება მიწაზე,” – მეუბნებიან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საქაეროს თანამშრომლები, რომლებიც ჰაერში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ… პრინციპში, მოგვიანებით მივხვდი, რომ თუ არა ჰაერში უსაფრთხოების ნდობა, რომელსაც ისინი მიწიდან, ანუ აეროპორტის მიმდებარე კოშკიდან აკონტროლებენ და იცავენ, არც ერთი მგზავრი არ ეყოლებოდა, არა თუ ამ აეროპორტს, არც ერთს მსოფლიოში. ამ აეროპორტის უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას პირველად არ ირჩევს პოლონელი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად ბარგს კრავს, რეისამდე რამდენიმე საათით ადრე. მას სხვა ტურისტებთან ერთად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის წინ, შევხვდით. იგი საქართველოს, რამდენიმე კვირით ესტუმრა ოჯახთან ერთად და ახლა სამშობლოში ბრუნდება. მოუვლიათ ბორჯომი, ქუთაისი, სვანეთი, აღფრთოვანებით გველაპარაკა უშგულზე და ამ აეროპორტზე, რომლის ფანჯრებთან, იგი ქმარს ეხმარება ველოსოპედის დაშლაში. იანა ფიქრობს, რომ ქუთაისის აეროპორტი, რომელსაც ადგილობრივები ისევ “კოპიტნარის აეროპორტს” ეძახიან, ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და იაფი გზაა საქართველოში ჩამოსასვლელად.
ვინც თუშეთში წასვლაზე ოცნებობთ….
მაშველებმა ცაგერში სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს
მესტია – სვანური კოშკები და ცადაზიდული მყინვარები
თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან.
ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დაღლა საერთოდ დაგვავიწყდა, როცა ამაყად აზიდულ კოშკებს მივადექით. როგორც გავიგეთ კოშკები ყველა გვარს თავისი აქვს – ნიგურიანების, ხერგიანების, ფალიანების, მჭედლიანების, რატიანების, ხოჯელანების, მარგიანების, ნაკანების, მუშკუდიანების, ჩართოლანების, გვარლიანებისა და ბარლიანების. მათ გარშემო კი ზვიადი მთები – უშბა, დალალახვარი, ბანგურიანი, თეთნულდი, ლაღამი, ლალაიდი…
შავი ზღვისპირა უნიკალური ტბა – პალიასტომი
დღე მეოთხე:
საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.
სწორედ, აქ მოხვდა ის ოცი ჟურნალისტი, რომელიც მედიატურის ფარგლებში მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სწავლობს, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილებები გარემოზე.
ანაკლიას სხვა ნაკლი აქვს
დღე მესამე:
მშვიდობის ხიდი, რომლის სიგრძე თითქმის ერთი კილომეტრია, გადაჭიმულია მდინარე ენგურსა და შავი ზღვის შესართავთან… (ადგილობრვების თქმით, ანაკლიიდან ორ კილომეტრში უკვე აფხაზეთში ვართ.)
სწორედ, აქ უერთდება მდინარე ენგური შავ ზღვას. აქ, მდინარე, შავი ზღვის ტალღების დარტმის გამო, თითქოს უკან იწყებს სვლას… სტატიას არ ვწერ იმიტომ, რომ ყბადაღებული და საზოგადოების განსჯის საგანი ახლა, სწორედ ანაკლიაში დაგეგმილი ჯაზ-ფესტივალი კაზანტიპია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფესტივალების ჩატარებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სასურველ ნიშნულემდე ადის.
თუმცა, ეს ალბათ სხვა თემაა და სხვა დროს, შეიძლებადაიწეროს კიდეც ეკოფაქტის გვერდზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაშმაგებული ფესტივალის მზადების მიუხედავად, სანაპირო ზოლი საშინლად დაბინძურებულია და დამსვენებლებიც ანტისანიტარიაში ირუჯებიან. მდინარის შესართავთან ბანაობა სასტიკად აკრძალულია, თუმცა გამაფრთილებელი აბრა მხოლოდ ქართულ ენაზეა.











