RSS

Category Archives: ტურიზმი

ქვეყნის ტურისტული პოტენციალი

როგორ ფიქრობთ, რატომ არის ტურისტებისთვის ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი?

სატელეფონო ჩართვები გადაცემაში ”ვუსმენთ ერთმანეთს”:
✔️გიორგი ჩოგოვაძე – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
✔️ოლიკო ცისკარიშვილი – ინტერნეტპორტალ „ეკოფაქტის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. Read the rest of this entry »

 

დღეს, მუზეუმების საერთაშორისო დღეა

muzeumi 010ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების თანამშრომლები, მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, და რა თქმა უნდა,  ყოველი ჩვენგანიც, რომლებსაც ძალიან უნდათ მოინახულონ საინტერესო მუზეუმები, სადაც უნიკალური ნივთები და ექსპონატებია დაცული, ვთქვათ ერმიტაჟში, ან ლუვრში, ჩვენც თანამონაწილენი ვართ ამ დღესასწაულის.

Read the rest of this entry »

 

ანდრიაობა რკინისჯვარზე

13228020_10154208051804310_1614018097_n12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. იესო ქრისტესგან პირველადწოდებული მოციქულის სახელი ხარაგაულს პირველი საუკუნიდან უკავშირდება. ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე აღმართა რკინის ჯვარი, რის გამოც მთას რკინისჯვარს უწოდებენ. ეს მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, მდებარეობს. Read the rest of this entry »

 

რა ხდება თუშეთისკენ მიმავალ გზაზე

tusetiiiასე გამოიყურება დღეს, თუშეთის გზა…

მკაცრმა ზამთრამა თავისი მოიტანა და გზები ქვაღორღმა და პატარ-პატარა მეწყერებმა ჩახერგა… გზის გასუფთავებას, ალბათ, უამრავი ტექნიკა დასჭირდება, არადა, თუშეთის სეზონი მალე დაიწყება.

Read the rest of this entry »

 

ისტორიული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების საერთაშორისო დღე

darTlo 032ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.

ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. 1934 წელს გამოვიდა დადგენილება,რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა მოძველებულ და დიდი მასშტაბის ტერიტორიებზე ეკონომიკური მშენებლობები. Read the rest of this entry »

 

ცუცხვათის მღვიმოვანი სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს

ცუცხვათითბილისის კეძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები და პედაგოგები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის ასისტენტ პროფესორ, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში მდებარე, მსოფლიოში გამორჩეულ მღვიმოვანში მოეწყო საველე ლექცია მოსწავლეებისთვის მღვიმის მნიშვნელობის შესახებ.

Read the rest of this entry »

 

დღეს, გიდების საერთაშორისო დღეა

cxeni da biWebiდღეს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით, იქ, სადაც ტურიზმია განვითარებული – გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ნამდვილად საერთაშორისო ურთიერთობებზეა დამყარებული. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყეს, ამ პროფესიის არსებობაც აუცილებელი გახდა.ჯერ კიდევ გასული საუკუნის, შუა წლებში, გიდის როლის მორგება პრაქტიკულად ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეეძლო, ვინც ისტორიაში ერკვეოდა. ამ პროფესიით ხშირად მასწავლებლები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და სტუდენტები მუშაობდნენ. თუმცა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, გიდების პროფესიონალიზმზე მოთხოვნები გაიზარდა. გიდობის მსურველს, სათანდო მომზადება უნდა გაევლო. დღეს, გიდებს უნივერსიტეტები ამზადებე. ორი აუცილებელი პირობა გიდად მუშაობის დროს, გარდა განათლებისა, მათ უნდა შეეძლოთ სწორი მეტყველება და უნდა იყვნენ დამწყები ფსიქოლოგებიც. Read the rest of this entry »

 

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმე აღმოაჩინეს

დვალა19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე. Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი გილოცავთ კალანდობას :)

hawvali 008ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »

 

ფშავ-ხევსურეთში ეროვნული პარკი შეიქმნა

xevsureTi22საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება.ეროვნული პარკი ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.

Read the rest of this entry »