RSS

ბაღდათის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმე აღმოაჩინეს

20 Jan

დვალა19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე.

გიორგი დვალაშვილი ამბობს, რომ ექსპედიციის მიზანი იყო ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმის აღმოჩენა და კვლევა, გასულ წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის მდინარე ხანის აუზშიც რამდენიმე საინტერესო ობიექტიც დაფიქსირდა. რაც შეეხება აქამდე უცნობ მღვიმეს, მის შესახებ მწირი ინფორმაცია იყო მოპოვებული თავდაპირველად. დეტალური კვლევისათვის დაიგეგმა სპელეოექსპედიცია ხანის აუზში.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი მღვიმიეს, მღვიმეს ექსპედიციის წევრების გადაწყვეტილებით ეწოდა კაკასხიდის მღვიმე. იგი მდებარეობს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდის სამხრეთით, მღვიმის მახლობლად მდინარე ხანისწყალზე, დღემდე, ფუნქციონირებს საფრანგეთში XIX საუკუნეში გუსტავო ეიფელის ქარხანაში ჩამოსხმული რკინის საავტომობილო ხიდი, რომელიც ,,ზეკრის ხეობას“ აკავშირებს ბაღდათის სოფლებთან.

კარსტული მღვიმე (კოორდინატები: N42.058’25’’; E42.055’12’’) მდინარე ხანისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მეტრზე დაფიქსირდა, მდინარე ხანისწყლის დონიდან 185 მეტრია  შეფარდებითი სიმაღლე, გრუნტის გზიდან შერეულ ტყეში მიემართება საფეხმავლო ბილიკი, რომლის სიგრძე 150 მეტრია. კაკასხიდის მღვიმის ადვილად გავლადი მონაკვეთის სიგრძე არის 41 მეტრი, სიგანე 3,5 მ. მაქსიმალური სიმაღლე 5 მ., მღვიმე ძირითადად მშრალია, ჰაერის ტემპერატურა შეადგენდა+7C0. მღვიმეში შესაძლებელია დეტალური შეფასების საფუძველზე განვითარდეს სპელეოთერაპია. მღვიმე გამომუშავებულია კირქვებში. აქამდე სამეცნიერო ლიტერატურაში ამ ტერიტორიაზე კირქვული ქანები არსებობის შესახებ მასალები არ მოიძებნებოდა. მოსალოდნელია, მომავალში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში კვლავ დაფიქსირდეს საინტერესო ბუნებრივი წარმონაქმნები, რაც ამ მხარეში ტურიზმის განვითარების ხელსაყრელ გარემოს შექმნის.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s