RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

SOS – ფოთის მუზეუმს სასწრაფოდ სჭირდება რეაბილიტაცია

muzeumi 002ოლიკო ცისკარიშვილი

დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწერა ამ თემაზე, საიდან დამეწყო… იქიდან, რომ ამ შენობას ვერ გაარკვევ რა ფუნქცია აქვს, იქ მდებარე არქეფაქტებივით უძველესად რომ გამოიყურება და ფეხაკრეფით სიარულისაც კი კედლები ისე ზანზარებს, რომ გგონია, რომ ვიტრინებიდან თავზე დაგემხობა ყველაფერი. თუ დამეწერა, რომ ძალიან მაგარი წარსულის ერი ვართ და ამაყად მეთქვა, რომ ამ შენობაში, სწორედ აქ, ინახება არქტეფაქტები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე ითვლის ასაკს… და რომ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ამგვარი ნივთების მათ ქვეყანაში გამოფენას… რომ ტურისტებისთვის, სამეცნიერო თანამეგობრობისთვის, სტუდენტებისთვის, მოწაფეებისთვის საოცნებო ნივთები ინახება…

არ ვიცი სიამაყემ შემაწუხოს, თუ სირცხვილმა, თუ დარდმა… ვერც ერთ გრძნობას ვერ მოვერიე. ამიტომ უბრალოდ აღვწერ:

Read the rest of this entry »

 

ნიკო ნიკოლაძის კოშკი

nikoladze 003ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქ ფოთში, ფოთის საკათედრო ტაძრის შესასვლელთან, კოშკი დგას. ეს კოშკი ნიკო, ნიკოლაძის კოშკის სახელითაა ცნობილი.

ნიკო ნიკოლაძის, ხუთსართულიანი, კოშკი – ქალაქ ფოთისათვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ძეგლია, როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული ღირსებების გამო. კოშკის რეკონსტრუქცია-შენარჩუნება ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. თავისი მოღვაწეობის წლებში, ქალაქ ფოთის თავი, ამ კოშკში ცხოვრობდა.

Read the rest of this entry »

 

ფოთის იპოდრომი – ვიზიტორებისთვის და იპოთერაპიისთვის

ipodromi 009ოლიკო ცისკარიშვილი

ფოთის იპოდრომში ფოთის მერიის მოწყობილი მედიატურის წყალობით მოვხვდი. ბედმა გამიღიმა და ყველაზე მამაც ცხენზეც კი ვისეირნე, მართალია სხვების დახმარებით, მაგრამ მაინც…

აი, ჯირითით კი სხვებმა იჯერეს გული.

იპოდრომი, ეს კიდევ ერთი ობიექტი ფოთში, რომლითაც ტურისტების დაინტერესება შეიძლება, მისი კეთილმოწყობის შემდეგ. არადა, თავის დროზე, ტურისტებისთვის კოტეჯებიც კი აშენდა, რომელიც ახლა უიმედოდ და უფუნქციოდ გამოიყურება.

Read the rest of this entry »

 

ზღვის ყველაზე ლამაზი სპორტის სახეობა

ialqani 016ოლიკო ცისკარიშვილი

შავ ზღვაში გასულებს უამრავი იალქნიანი ნავი გვხვდება, რომლებსაც პატარა გოგო-ბიჭები მართავენ… მოგვიანებით ვგებულობთ, რომ ზოგი ადგილობრივია, ზოგიც თბილისიდანაა ჩამოსული შეჯიბრებაზე.

ადგილობრივ კლუბს, კი რომელიც ერთადერთია შავიზღვისპირეთში, მხოლოდ ოთხი ასეთი ნავი აქვს. კლუბში გაწევრიანების მსურველები კი ძალიან ბევრია. ამჟამად კლუბში ირიცხება 30 ბავშვი, რომლებიც დიდი სიამოვნებით შედიან ზღვაში და ეუფლებიან საზღვაო ხელოვნებას.

Read the rest of this entry »

 

ფოთის შუქურა – შავი ზღვის აუზში ყველაზე მაღალი საზღვაოსნო ნაგებობა

shuqura 003ოლიკო ცისკარიშვილი

152 საფეხური, დახვეულ კიბებზე,  ერთი სულის მოთქმით ავირბინე… არც სიმაღლის შიში გამხსენებია და არც მაღალ კიბეებზე სიარულის ფობიას შევუწუხებივარ… აი, იქიდან კი, 30 მეტრის სიმაღლიდან, ფოთის ულამაზესი ხედები გადაიშალა შავი ზღვის ტალღებთან ერთად.

126 ტონა ფოთის შუქურიდან, მარჯვნივ გემებით დახუნძლული პორტი ჩანს, მარცხნივ კი ყოფილი იპოდრომი, რომელიც სამწუხაროდ, შავი ზღვას ვერ გაუმკლავდა და შთანთქა… (გლობალური კლიმატური ცვლილებები და გამალებული ჰესების მშენებლობა, ყველაზე მეტად შავ ზღვასა და მის სანაპირო ზოლზე აისახება). აქ ახლა შავი ზღვის ტალღები ნავარდობს. უფრო შორს, ჰორიზონტზე, გემების აჩრდილები დადიან. იქ ასულებს ჩამოსვლა აღარ გვინდოდა, შავი ზღვის დიდებულებით მონუსხულებს.

Read the rest of this entry »

 

ფოთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს

foti 0001ოლიკო ცისკარიშვილი

ფოთის ტურისტულ პოტენციალზე წარმოდგენაც კი არ მქონდა. აქამდე ვფიქრობდი, რომ ფოთში ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს მხოლოდ პალიასტომის ნახვა და ფოთის სავიზიტო ბარათის – ფოთის საკათედრო ტაძარი იყო, რომლის აღადგინა-რესტავრაცია რამოდენიმე თვის წინ დასრულდა.

საქართველოში, ფოთის საკათედრო ტაძარს, ანალოგი არ გაჩნია. არქიტექტურა ბიზანტიური სტილისაა. ფოთში ჩამოსული ტურისტებისთვის, ტაძარი, ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა, მნახველს იზიდავს, თავისი ორიგინალური კონსტრუქციითა და ისტორიით. Read the rest of this entry »

 

განხორციელდება ოთხი კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაცია

darTlo 031იწყება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტი. პროექტი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი 34 სახლის რეაბილიტაციას მოიცავს. ამ ეტაპზე დაიწყო თუშეთში, დართლოში მდებარე 7 სახლის რეაბილიტაცია და კიდევ 27 სახლის სარემონტო სამუშაოები, რომელიც 2015 წლის ბოლომდე დასრულდება.

Read the rest of this entry »

 

მაშველებმა მესტიიდან ტურისტები ჩამოიყვანეს

mestia 012ეს უკვე მერამდენედ, ტურისტები მაშველებმა ჩამოიყვანეს-გადაარჩინეს, ეს კი იმის ბრალია, რომ ჩვენ უმშვენიერეს სამშობლოში, სადაც უდიდესი ტურისტული პოტენციალია, არ კეთდება ტურისტული მარშრუტები. შესაბამისად, უცხოელი ვიზიტორები ვარაუდიდთ დადიან. ნუთუ სახელმწიფოს უფრო ძვირი არ უჯდება დაკარგული ტურისტების პოვნა-მოძიება, ვიდრე გამართული ტურისტული ქსელის ჩამოყალიბება დაუჯდებოდა.

დღესაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე მულხურას ხეობიდან გზააბნეული ტურისტები გამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

მაშველები გზააბნეულ ტურისტებს დაეხმარნენ

gergeTi 026შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში სამაშველო ოპერაციის შედეგად, დაბა გუდაურის ზემოთ არაგვის ხეობის ერთ- ერთი კლდიდან გზააბნეული ტურისტები ჩამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

კუმურდო, მიტოვებული და ხავსმოდებული ტაძარი

kumurdo 001ოლიკო ცისკარიშვილი

შესასვლელში დაყრილ ქვებიდან ამოსული ჭიჭრების ქვეშ, ასომთავრული წარწერებო მოჩანს,  დაკვირვებული თვალი იქიდანვე შეამჩნევს გუმბათჩამოქცეული ტაძრის გარედან კედლებს როგორ ჭამს ხავსი. ტაძარში ჭინჭარია ამოსული და ალაგ-ალაგ  საქონლის კვალიც ჩანს.

ეს კუმორდოა, ჩემდა სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ამ ტაძრის არსებობის შესახებ არც კი ვიცოდი, ალბათ ჩემსავით ბევრმა არ იცის, რომ კუმურდო – ქართული ხუროთმოძღვრების X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომლის ნანგრევები  სოფელ კუმურდოს ტერიტორიაზეა. ძეგლი  მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქიდან – 14 კმ-ში,  სომხებით დასახლებულ სოფელში.

Read the rest of this entry »