RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

წყლის დაცვის საერთაშორისო დღე მდინარე ჩიხურას ხეობაში

წყალიი 22 მარტს, კვირას წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს თსუ-ეკო კლუბი პროექტ ,,დიდი ნახტომის”  ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია კრეატიული განვითარების ცენტრი (CDC),  გაემგზავრა საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ სხვიტორში მდინარე ჩიხურას ხეობის დასასუფთავებლად. მიმდინარე წელს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი. სიმბოლური იყო თსუ-ეკო კლუბის იქ გამგზავრებაც. აკაკი წერეთელს „ჩემი თავგადასავალში“ მდინარე ჩიხურაზე უწერია: “ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ეს იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.“  სამწუხაროდ, იქ ახლა რადიკალურად სულ სხვა სურათია. აღმოჩნდა, რომ ორი სოფელი – სხვიტორი და ჩიხა იყენებს მდინარის ხეობას ნაგავსაყრელად, მდინარე სხვადასხვა ნარჩენებით არის დანაგვიანებული.

Read the rest of this entry »

 

წყლის საერთაშორისო დღე

shemodgomiseuli 002წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.

Read the rest of this entry »

 

კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი

gamofenaმოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები“ . 21 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების“ ფინალი, გამოფენა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. კონკურსის ჟიურიმ სამი გამარჯვებული გამოავლინა:

Read the rest of this entry »

 

ღვინის ფესტივალი 2015

plakati16_12015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეექვსედ გაუძღვება ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 9 მაისს, დედაენის ბაღში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2014 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.

Read the rest of this entry »

 

მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეები

ტყეეებიგამოვლინდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „მოსწავლის თვალით დანახული საქართველოს ტყეების’’ ფინალისტები.
კონკურსი ეძღვნება ტყის საერთაშორისო დღეს, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. კონკურსში მონაწილეობდა საქართველოს სკოლების მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელი პედაგოგები. კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო 9 თებერვალს და დასრულდა 16 მარტს. ტყის პრობლემები და მათი გამოსწორების პერსპექტივები მოსწავლეებმა ვიზუალურად გამოხატეს ნახატის სახით. ნამუშევარი შესრულებული იქნა A2 ზომის ფორმატზე. კონკურსში წარმოდგენილი იქნა 96 სკოლის 205 ნაშრომი, საიდანაც ფინალში გადავიდა 49 საუკეთესო ნამუშევარი. ზოგიერთმა სკოლამ წარმოადგინა სხვადასხვა ნახატის ფოტოსურათები, საკონკურსო წესის თანახმად ერთი სკოლიდან ფინალში გადავიდა 1 საუკუთესო ნაშრომი.

Read the rest of this entry »

 

საჯარო ლექცია მწვანე ეკონომიკაზე

logo tsu23 მარტს, ორშაბათს 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში # 115 აუდიტორიაში ტარდება საჯარო ლექცია მწვანე ეკონომიკის შესახებ. ლექციას წაიკითხავს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია.

Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტმა გაეროს ასოციაციის მიერ გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში გაიმარჯვა

1232.jpgსაქართველოს გაეროს ასოციაციასა და ახალი ამბების ინტერნეტ გამოცემა civil.ge -ს გამოცხადებულ ბლოგერების კონკურსში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი იყო, COBERM-ის ფარგლებში. გაიმარჯვა www.ekofact.com, გაიმარჯვა ასევე, ბექა გაბადაძისა და მაგდა ჩინიჯიშვილის ბლოგებმაც.

Read the rest of this entry »

 

მღვიმე ,,აკაკი წერეთელი”

მღვიმე 111აკაკი წერთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით, იმერეთში, ახალ აღმოჩენილ კარსტულ მღვიმეს ეწოდა ქართველი მგოსნის, აკაკი წერეთლის, სახელი. ახალი მღვიმე “აკაკი წერეთელი” 23 თებერვალს გამოიკვლია ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგია, კარტოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა.  მღვიმე მდებარეობს მდინარე ყვირილას მარცხენა მხარეს, საჩხერის მუნიციპალტეტის სოფელ სარეკის ტერიტორიაზე. სოფელ სარეკის მაცხოვრებელ ბიძინა აბჟანდაძის საკარმიდამო ნაკვეთთან ახლოს არსებული კლდოვან ფარდულში.

Read the rest of this entry »

 

ეკო-ბანაკი „გარემო და ჩვენ“

kacxis sveti 0010გეო-ეკო ალიანსი აცხადებს მონაწილეების მიღებას ეკოლოგიური ბანაკში მონაწილეობისათვის, რომელიც გაიმართება 27-30 მარტს ჭიათურაში და მასში მონაწილეობას მიიღებს 30 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (ასაკი 16-24 წელი).

Read the rest of this entry »

 

აზერბაიჯანში, 4,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

miwisZvra 03ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

Read the rest of this entry »