RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

დამბალხაჭობაა ყველის სახლში

დამბალხაჭო18-19 აპრილს შანსი გაქვთ თბილისში დააგემოვნოთ და შეიძინოთ უნიკალური ფშავური დამბალხაჭო. ამ დიდებული დღეების ორგანიზატორები არიან შპს სანათასსახლი და ყველის მკეთებელთა გილდია. მასპინძელი –ყველის სახლი


Read the rest of this entry »

 

მაშველებმა, ქიმიური ნივთიერებით სავსე ავზით დატვირთული, ავტომობილის მძღოლი გადაარჩინეს

IMG_6610შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიყვანეს.

შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ  საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ.

Read the rest of this entry »

 

მაკულატურის მაგივრად თქვენთვის სასურველი წიგნი

მაკულატურასამწუხაროდ, გვიან გავიგე… აქცია 28 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ დილის 10 საათიდან, საღამოს 7 საათამდე ჩააბარონ მაკულატურა და გადაცვალონ ახალ წიგნებზე. თან უნდა  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერი დაიბადა

vefxviთბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ზოოპარკში კიდევ ერთი ახალშობილი დაბადა, ამჯერად ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერი.

“ჩვენ კიდევ ერთი უსაყვარლესი ახალშობილი გვყავს!

ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვი დაიბადა. პატარა ჯანმრთელია და დედასთან ერთად განცალკევებულ ვოლიერში იმყოფება. დედა კარგად უვლის ბოკვერს, ძუძუს აწოვებს და უცხო პირების მიახლოებას ავისმომასწავებელი ბრდღვინვით აპროტესტებს.

Read the rest of this entry »

 

თუშეთში ტურისტული ბილიკები მოინიშნება და შეკეთდება ხიდები

CexeTiთუშეთის დაცული ლანდშაფტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, დღეს, ჩეხი ექსპერტები სამუშაო შეხვედრას მართავენ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციასთან და ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან.

Read the rest of this entry »

 

საქართველო – სპეციალური სტატუსით IWINETC 2015-ზე

boTlebi01ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია (IWINETC)წელს მეშვიდედ, საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, გაიმართება 8-9 აპრილს, ხოლო 10 აპრილს ჩატარდება სამუშაო შეხვედრა პროფესიონალთა მონაწილეობით. წლევანდელი IWINETC-ის მთავარი მიმართულებები იქნება – პროფესიული განვითარება, კვლევა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ქსელური კომუნიკაცია და სხვ.

ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, გამოფენა და სამუშაო შეხვედრა ყოველ გაზაფხულზე ღვინისა და კულინარიული ტურიზმის მთავარი მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით. ორდღიან ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკის 30-მდე დისკუსიას, სიმპოზიუმებსა და სამუშაო შეხვედრებს, როგორც წესი, წარმოდგენილია, 300-ზე მეტი ღვინო, 45-ზე მეტი ქვეყნიდან.

Read the rest of this entry »

 

ზოოპარკის ახალი მკვიდრი მარტა :)

maimuniთბილისის ზოოპარკის ინფორმაციით, ზოოპარკში ჰამადრილი დაიბადა. ახალდაბადებული ზოოპარკის თანამშრომლებმა, მისი უსაფრთხოების მიზნით, ვოლიერიდან გამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

დედამიწის საათი მოსწავლეებთან ერთად

იაკო28 მარტს, მსოფლიო „დედამიწის საათს” აღნიშნავს. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციასა (CENN) და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდთან (WWF) ერთად, დედამიწის საათს აღნიშნავს.

Read the rest of this entry »

 

სკოლის მოსწავლეთა საყურადღებოდ!

mdinare 2ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო აცხადეს კონკურსს საუკეთესო ესეების გამოსავლენად, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხება. კონკურსი მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში. საკონკურსო ესეს სახელწოდებაა: „საქართველოს მდინარეების ეკოლოგიური პრობლემები;

Read the rest of this entry »

 

ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესია იმართება

IMG_0416საქართველოს იუსტიცის სასწავლო ცენტრის ყვარლის  კომპლექსში) აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობის მოხელეებისათვის ტრენინგ-პროგრამის VII სესიას მართავს. სამუშაო სესიებში ასევე მონაწილეობას მიიღებენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და მონაწილეებს მომავალ გეგმებს გაუზიარებენ, ტრენინგი 23 მარტს დაიწყო და 27 მარტს დასრულდება.

Read the rest of this entry »