5 ივნისს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სააგენტოში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტისა 50-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.
სტუდენტებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა თავად გააცნო, ასევე დაათვალიერებინა ლაბორატორიები და სინოპტიკოსების სამუშაო ოთახი, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა სინოპტიკური პროცესები. სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების ხედვებსაც გაეცნო.
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდა
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.
დევდორაკზე სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა პარლამენტში
ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფის შედეგად ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი მოყვა
დღეს, მტკვრის დაცვის დღეა
2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია გამართა. აქციაში გიგლა აგულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია.
მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ.
ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა
ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა.მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ ბოლო სხდომაზე განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.
კანონპროექტის მიხედვით, მეწარმე ფიზიკურ პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლოგადასახადისგან გათავისუფლდებიან, იურიდიული პირებს კი 10 წლის განმავლობაშიქონებისა და მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ფიზიკურ პირებში ნაგულისხმევიარიან ის ადამიანები, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა, მაღაზია ან თუნდაც ჰოსტელისტიპის სასტუმრო აქვთ; იურიდიულ პირებში კი უფრო მსხვილი მეწარმეები იგულისხმება.

თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა, გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა მოგვაწოდა ფოტო მასალა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული სოფელ ხონეს მაცხოვრებლის, 45 წლის გიორგი შეთეკაურისა და ასევე მიმდებარე ტერიტორიის ფოტო მასალა, საიდანაც განვითარდება სტიქიური პროცესი. ამ ადგილას ჩამოვიდა უზარმაზარი თოვლისა და ყინული მასა.




