RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო (NEA)სტუდენტებს პროფესიული განვითარებისათვის NEAსფეროს სთავაზობს

tamaraa 001გარემოს ეროვნული სააგენტო სტუდენტებს სპეციალურ სივრცეს სთავაზობს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ გარემოს ეროვნული სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, მთთვის  საინტერესო და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელონ, მოისმინონ სპეციალისტების შეფასებები  და პროფესიული ცოდნა აიმაღლონ.

Read the rest of this entry »

 

კლიმატის ცვლილების პირისპირ – გამოფენა ევროპის სახლში

12080999_975237505853251_1960309379_nდღეს, ევროპის სახლში  შვედეთის გარემოს დაცვის დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიხსნა გამოფენით, თემაზე ”კლიმატის ცვლილების პირისპირ”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 5 ქართველი და 5 შვედი კარიკატურისტი.

Read the rest of this entry »

 

დარბეული სვიანა

svianaცოტა ხნის წინ, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ჯონი გიგაურმა სტორის ხეობაში, რეკრიაციულ ზონაში, კერძოდ სვიანაზე ფოტოები გადაიღო, სადაც ნაჩვენებია, როგორაა დარბეული რეკრიაციული ზონა და სვიანას ტერიტორია დაფარულია ნაგავით.

Read the rest of this entry »

 

ზოოპარკმა მუშაობა განაახლა

iremi 2თბილისის ზოოპარკმა მუშაობა განაახლა.

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკი 13 სექტემბერს იხსნება

11414563_1065025553527264_1141040764_n13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ფუნქციონირებას კვირას, 13 სექტემბერს განაახლებს. ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის 10:00 საათიდან იქნება ღია. 12:00 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ფოტოგამოფენა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობა განვლილი 3 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.

Read the rest of this entry »

 

ფშავ-ხევსურეთში ეროვნული პარკი შეიქმნა

xevsureTi22საქართველოს დაცულ ტერიტორიებს ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატება.ეროვნული პარკი ფშავ-ხევსურეთში შეიქმნა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა შატილში ის ტერიტორიები დაათვალიერა, სადაც ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა ცენტრი აშენდება.

Read the rest of this entry »

 

დატბორილი ბათუმი და ფოთი

fotiმაშველ-მეხანძრეები ბათუმსა და ფოთში სამაშველო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნე – . ავრცელებს ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო. ორ დღიანი გადაუღებელი წვიმების გამო, ფოთის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წუხელ კი, ბათუმში ორ საათიანმა ინტენსიურმა წვიმამ მოსახლეობის ნაწილი დატბორა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, აჭარის მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ბათუმში, ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილ სახლებსა და ქუჩებში სამაშველო, გაწმენდით და ამოტუმბვით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.

Read the rest of this entry »

 

მაშველებმა და მესაზღვრეებმა თუშეთიდან 620 ტურისტი უვნებლად ჩამოიყვანეს

omalo 00520 აგვისტოს, ახმეტის რაიონში, ომალო-ლეჩურის გზაზე, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ალვანი-ომალოს მონაკვეთზე გზის სავალი ნაწილი ჩაიხერგა, რის გამოც იქ მყოფი ქართველი და უცხოელი ტურისტები ვეღარ ახერხებდნენ ომალოდან დაბრუნებას.

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის დავალებით, 23 აგვისტოს გამთენიისას დაიწყო სამაშველო ღონისძიება ომალოში ჩარჩენილი ტურისტების დასახმარებლად. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი.

Read the rest of this entry »

 

თუშეთის გზის აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება – ტურისტები შველას ითხოვენ

TuSeTi mewyeriთუშეთის დაცული დანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთის გზის დაზიანების მასშტაბი საკმაოდ სერიოზულია. შეკეთებას სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.

მაგთის ანძები, მეხის ჩამოვარდნის გამო, დაზიანებულია, მობილური კავშირი თუშეთთან გაწყვეტილია. ათობით ტურისტია ჩარჩენილი და ბარში ჩამოსვლას ლამობს. ერთ-ერთი ფრანგი ტურისტი ჩივის, რომ ორ დღეში აუცილებლად უნდა იყოს პარიზში, რადგან მნიშვნელოვანი საქმე აქვს.

Read the rest of this entry »

 

ჩატარდა შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი

tevziგარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს იქთიოფაუნის ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგს და თევზების მარაგების შეფასებას იწყებს. კვლევა განხორციელდება სამ ეტაპად – აგვისტოში, ოქტომბერსა და დეკემბერში.

სააგენტოს მიერ დაგეგმილი კვლევა მოიცავს თევზმჭერი გემის მეშვეობით სამეცნიერო ჭერების წარმოებას საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ყველა უბანსა და აქტუალურ სიღრმით იარუსზე.

Read the rest of this entry »