ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე:“მიწის საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
Read the rest of this entry »
Category Archives: ეკოფაქტის ამბები
მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად: მიწის საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში
ისტორიული ძეგლებისა და ღირშესანიშნაობების საერთაშორისო დღე
ამ დღესასწაულის დევიზი ეს სიტყვები გახდა: “შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო”.
ეს დღე 1982 წელს ძეგლთა დაცვის საერთაშორისო საბჭოს ასამბლეამ დაამტკიცა და მსოფლიოში 1984 წლიდან 18 აპრილს აღინიშნება. 1934 წელს გამოვიდა დადგენილება,რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა მოძველებულ და დიდი მასშტაბის ტერიტორიებზე ეკონომიკური მშენებლობები. Read the rest of this entry »
მანდაეთის უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ხანძარია
ამ წუთებში გავტყობინებენ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში, ახალ აღმოჩენილ უნიკალურ კარსტულ მღვიმეში ხანძარი გაჩნდა. Read the rest of this entry »
დღეს, წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა
წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს. Read the rest of this entry »
დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება. Read the rest of this entry »
ცუცხვათის მღვიმოვანი სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს
თბილისის კეძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები და პედაგოგები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის ასისტენტ პროფესორ, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში მდებარე, მსოფლიოში გამორჩეულ მღვიმოვანში მოეწყო საველე ლექცია მოსწავლეებისთვის მღვიმის მნიშვნელობის შესახებ.
სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა
“სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამიშეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად”
ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა – აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში,რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ –ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის – დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა დაპარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა. Read the rest of this entry »
რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი
თბილისის ზოოპარკს ცხოველები შეემატება
თბილისის ზოოპარკს მალე აქლემი შეემატება, რიგის ზოოპარკი, მარტის ბოლოს, მასთან ერთად სხვა ცხოველებსაც გამოაგზავნის.
თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი, 14 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა გამოთქვეს. მაშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ზოოპარკის 600 მკვიდრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. Read the rest of this entry »




