RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

ანდრიაობა რკინისჯვარზე

13228020_10154208051804310_1614018097_n12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა. იესო ქრისტესგან პირველადწოდებული მოციქულის სახელი ხარაგაულს პირველი საუკუნიდან უკავშირდება. ქრისტიანობის საქადაგებლად საქართველოში შემობრძანებულმა ანდრიამ ხარაგაულში ერთ-ერთ მთაზე აღმართა რკინის ჯვარი, რის გამოც მთას რკინისჯვარს უწოდებენ. ეს მთა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში, ზღვის დონიდან 2 439 მეტრზე, მდებარეობს. Read the rest of this entry »

 

11-12 მაისი – გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე

shemodgomiseuli 002გადამფრენი ფრინველების დაცვის საერთაშორისო დღე პირველად 2006 წელს აღინიშნა. ამ დღეს ყოველწლიურად ეწყობა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები,  ღონისძიებები, საგანმანათლებლო პროგრამები და ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვების მიზნით, რათა ხაზი გაესვას გადამფრენი ფრინველებისა და მათი ჰაბიტატების დაცვის მნიშვნელობას. Read the rest of this entry »

 

თუშეთის გზაზე ზვავი ჩამოწვა და 27 წლის ახალგაზრდა იმსხვერპლა

tusetiiiრამდენიმე საათის წინ თუშეთის გზაზე, ე.წ. ცოდვიაანთ ხევთან ზვავი ჩამოწვა და ქვეშ მოიყოლა ორი მამაკაცი. ერთ–ერთი მათგანი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები 27 წლის ლევან ტ–შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე, 44 წლის მამაკაცი  კი დაშავებულია.

Read the rest of this entry »

 

სოფელ კვატიას მოსახლეობა “აჭარისწყალს” ხეების დარგვის საშუალებას არ აძლევს

dre 231ცირა გვასალია

%AE/
ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

სპეციალური ჭრის ნებართვის შედეგად მოჭრილი წითელი ნუსხის ხეების საკომპენსაციოდ, კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში გადაწყვიტა კაკლების დარგვა.  სოფელ კვატიას მცხოვრებლები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას.

სოფელ კვატიას მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მეზობელ სოფელ წაბლანას კომპანიამ და აჭარის მთავრობამ გადაუხადა კომპენსაცია; სოფელ კვატიას მცხოვრებლები კი უყურადღებოდ დარჩენენ.

Read the rest of this entry »

 

იაფი რესურსი [ქვიშა-ხრეში] “აჭარისწყალ ჯორჯიას”

dre 205ცირა გვასალია

ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი 

წითელი ნუსხის ხეების მოჭრის სპეციალურ ნებართვებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. საკომპენსაციოდ, კომპანიას გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაზე კომპანია უარს აცხადებს. აჭარის მთავრობა კი ამბობს, რომ მათთან ტრანზაქციის დამადასტურებელი ქვითრები არ ინახება.

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა კომპანიას აჭარის მთავრობამ გაუწია.

Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვა გამოძახებით

dre 024ცირა გვასალია

 ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს მთავრობამ შპს აჭარისწყალ ჯორჯიას, რომელიც აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების ჰესების კასკადის მშენებლობას აპირებს, 600 ათასი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ლიცენზიის გარეშე  ამოღების და 1,410 ინდივიდი წითელ ნუსხაში შემავალი სხვადასხვა სახეობის ხეების მოჭრის უფლება მისცა. რესურსების ამოღების კონტროლის ადამიანური და ფინანსური რესურსები კი მაკონტროლებელ ორგანოს – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – არ გააჩნია. Read the rest of this entry »

 

3 მაისი – მზის დღე…

zRva 001მზე – უახლოესი ვარსკვლავია დედამიწასთან, ყველა დანარჩენი ჩვენგან უსაზღვროდ შორს იმყოფება.  დედამიწისთვის მზე – კოსმოსური ენერგიის უდიდესი წყაროა. ის სინათლეს და სითბოს იძლევა, რომელიც ასე ესაჭიროება მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლეს.

მზე – ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია. მზემდე მანძილი ასტრონომული მასშტაბებით ძალიან ცოტაა- სულ 8 წუთი ჭირდება სინათლეს ამ მანძილის დასაფარავად.

5 მილიარდი წელი, ეს ჩვენი მზის ასაკია. მის გარშემო ბრუნავს დედამიწა. საშუალო მანძილი მზემდე 149,6 მილიონი კილომეტრია ანუ 1 ასტრონომული ერთეული. მზე ჩვენი პლანეტარული სისტემის ცენტრია, რომელიც აგრეთვე პლანეტების, მათი თანამგზავრების, ათასეულობით ასტეროიდების, კომეტების, მცირე პლანეტების, მეტეოროიდების, პლანეტათ შორისი მტვრისა და გაზისაგან შედგება.

Read the rest of this entry »

 

ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი

Cernobiliოლიკო ცისკარიშვილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მე-4-ე ენერგობლოკი 1986 წლის 26 აპრილს აფეთქდა.

1986 წლის 25 აპრილს,  ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მესამე ენერგობლოკში, რომელიც კიევის სამხრეთით 100 კილომეტრში მდებარეობდა, „ექსპერიმენტი“ დაიწყო, თუმცა მოულოდნელად ის მწყობრიდან გამოვიდა და ტემპერატურა მკვეთრად გაიზარდა. 26 აპრილს კი რეაქტორში ორი აფეთქება მოხდა. მეტალის სქელმა ფენამ და ბეტონის კედელმა ვერ დააკავა გავარვარებული ურანი და მან გარეთ გამოაღწია. ატომური რეაქტორის რადიაქტიური დონე იმ წუთებში 1500 ატომური ბომბის სიმძლავრეს უტოლდებოდა.საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა კატასტროფის შესახებ სამ დღეს დუმდა. 29 აპრილს შვედეთის ატომური ელექტროსადგურის მეცნიერ-მუშაკებმა (მათი ბაზა განთავსებული იყო ბალტიის ზღვის სანაპიროზე) შენიშნეს ძლიერი ატომური გამოსხივება, რომელიც ღრუბელს აღმოსავლეთიდან, საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან მოჰყვებოდა. მომატებული რადიაცია იაპონიასა და აშშ-შიც დაფიქსირდა. ფიზიკოსებმა დაადგინეს, რომ უცნობი ატომური გამოსხივების ცენტრი კიევის მახლობლად მდებარეობდა. Read the rest of this entry »

 

რა ხდება თუშეთისკენ მიმავალ გზაზე

tusetiiiასე გამოიყურება დღეს, თუშეთის გზა…

მკაცრმა ზამთრამა თავისი მოიტანა და გზები ქვაღორღმა და პატარ-პატარა მეწყერებმა ჩახერგა… გზის გასუფთავებას, ალბათ, უამრავი ტექნიკა დასჭირდება, არადა, თუშეთის სეზონი მალე დაიწყება.

Read the rest of this entry »

 

ლაბორატორიული ცხოველების მსოფლიო დაცვის დღე

Tagviდღესდღეობით, მსოფლიოს მასშტაბით, ბევრი მოძრაობა ცხოველებზე ლაბორატორიული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ.

24 აპრილი, ეკოლოგიურ კალენდარში, ლაბორატორიული ცხოველების დაცვის დღედ არის აღიარებული. ეს დღე, 1979 წელს საერთაშორისო ორგანიზაციამ ცხოველებზე მტკივნეული ექსპერიმენტების ჩატარების წინააღმდეგ დააფუძნა და მხარი გაერომ დაუჭირა.

Read the rest of this entry »