სასტუმროში „holiday Inn“ ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს. პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სიტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალსიწნებს.
Category Archives: ეკოპრობლემა
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი
გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს
ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს.
აგულაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ არ შეიძლება ხეობაში არათუ ახალი სახლების აშენება, არამედ იმათი აღდგენაც კი, რომლებიც იქ იყო.
ხვალ, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება
5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება.
კომპოსტირება ფოთლების წვის ნაცვლად
საქართველოს მრავალი დასახლებული პუნქტის მსგავსად, კასპის მუნიციპალიტეტ სოფელ ახალქალაქში ნარჩენების მართვა, როგორც ფაქტობრივად მთლიანად ქვეყანაში, არ არის დამაკმაყოფილებლად ორგანიზებული. სოფელში მხოლოდ კვირაში ერთხელ ხდება ნაგვის მანქანით არაორგანიზებული გატანა, რაც წარმოქმნილი ნარჩენებისათვის საკმარისი არ არის. ამიტომ მოსახლეობა ნაგავს ტრადიციულად ისევ: სოფლის პატარა ხევებში, მდინარე თეძმის ნაპირებსა და მდინარეებში ყრის .. სოფელ ახალქალაქში არსებულმა ეკოკლუბ “სუფთა სამყაროს” წარმომადგენლებმა, გადაწყვიტეს ეპოვათ ისეთი გზები რომლითაც მინიმალური დანახარჯით, ან თუნდაც ხარჯების გარეშე შეძლებდნენ ამ პრობლემის სრულ გადაჭრას თუ არა, შემცირებას მაინც.. სოფელ ახალქალაქში უკვე ინერგება კომპოსტირების (კომპოსტი (ბუნებრივი სასუქი) კომპოსტირი (ორგანული ნარჩენების კონტეინერი) მეთოდი. პირველად, ეკოკლუბ “სუფთა სამყაროს” ახალგაზრდა წარმომადგენლებმა კომპოსტირი საკუთარ ოჯახებში ააგეს და დაიწყეს გადარჩევა ორგანული და არაორგანული ნარჩენების. ივლისის ბოლოს, კომპოსტის ჩვენება იქნება შესაძლებელი.
თბილისში მდინარე მტკვრიდან მაშველებმა ორი ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს
მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ
არასამთავრობო ორგანიზაცია “სენი” მდინარე ვერეს კატასტროფული წყალდიდობის მიზეზების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
მდინარე ვერეზე ჩავლილი კატასტროფული წყალდიდობის გამომწვევი ძირითადი ბუნებრივი მიზეზი არის ამ მდინარის წყალშემკრებ აუზში 3–3.5 საათის განმავლობაში მოსული თავსხმა წვიმა. ასეთი რაოდენობის ნალექი შედარებით პატარა მდინარის აუზში ათეული წლების მანძილზე ერთხელ ხდება. ჩვენი დაკვირვებით, მდ. ვერეს აუზში აღნიშნული წვიმის შედეგად, სავარაუდოდ, მოვიდა დაახლოებით 100 მმ რაოდენობის ნალექი, რაც ამ მდინარის აუზისათვის თითქმის ორი თვის ნორმაა. აღნიშნულის შედეგად, მდინარის ხეობის კალთებზე წარმოიქმნა დიდი რაოდენობის ზედაპირული წყალი. მდ. ვერეს აუზში პირველადი ტყე ადამიანის მოქმედებით ძლიერ არის დეგრადირებული. აუზის ზედაპირი ამჟამად დაფარულია XX საუკუნეში ადამიანის მიერ ძლიერ სახეშეცვლილი ტყითა და ტყე–ბუჩქნარებით, რასაც თითქმის მთლიანად აქვს დაკარგული წყალშემკავებელი ფუნქცია. ამიტომ, 13 ივნისს თავსხმა წვიმებით წარმოქმნილი ზედაპირული წყალი სწრაფად მოხვდა მდინარის კალაპოტში, ძლიერ გაიზარდა მდინარის წყლის ხარჯის მოცულობა (ერთ წამში მდინარის კალაპოტის განივ კვეთში გატარებული წყლის მოცულობა). კალაპოტის წყალგამტარუნარიანობამ ვერ უზრუნველყო ნიაღვრის სწრაფი გატარება, რამაც სათავე დაუდო კალაპოტისპირა ტერიტორიების დატბორვას. ეს არის 13 ივნისს მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის ძირითადი ბუნებრივი მიზეზიუმთავრესი ხელოვნური მიზეზი ამ წყალმოვარდნის კატასტროფული შედეგებისა არის მდ. ვერეს კალაპოტის ბოლო მონაკვეთზე (რომელიც ქ. თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარეობს), ხანგრძლივი არასწორად წარმართული სამეურნეო საქმიანობის შედეგად, მდინარის კალაპოტის წყალგამტარუნარიანობის ნაწილობრივი პარალიზება. აღნიშნულმა ფაქტმა კალაპოტის გასწვრივ განაშენიანებული ტერიტორიების ნგრევა–განადგურება გამოიწვია.
სალიკვიდაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა
„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ მოკლე ანგარიში 13 ივნისს მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით
13 ივნისს მომხდარ სტიქიით გამოწვეულ ტრაგედიას, დაზარალებულთა დახმარებისა და ქალაქის რეაბილიტაციის მიზნით, უმრავი კომპანია გამოეხმაურა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სპეციალურად შექმნილ საბანკო ანგარიშებზე 20 – ზე მეტი კომპანიის მიერ 2 მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული და გაცემულია სხვადასხვა სახის საჭირო პროდუქცია, მათ შორის სასმელი წყალი, ფარმაცევტული და სამშენებლო მასალა.
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება
“13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს. მზიურის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ახალგაზრდა ქალბატონის ცხედარი. მიმდინარეობს გარდაცვლილის იდენტიფიცირება, რის დასრულებამდეც უგზოუკვლოდ დაკარგულად კვლავ 7 ადამიანი ითვლება. აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
ინფორმაციის განახლება და გადამოწმება მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.







