RSS

Category Archives: ეკოპრობლემა

მესტია-ხაიში-იფარის მონაკვეთზე კლდე-ზვავური პროცესები განვითარდა

mewyeri 1008ამ წუთებში, მესტია-ხაიში იფარის მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად, კლდე-ზვავური პროცესებია განვითარებული.

“ჩამოშლილია ნახევარ ტონაზე მეტი სიმძიმის ქვები…” – გვეუბნება  გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი. Read the rest of this entry »

 

ბუნება ისევ არ გვაპატიებს….

dre 203ოლიკო ცისკარიშვილი

ორი დღეა, აჭარაში სტიქიაზე საუბრობენ… ორი დღეა… ჩემი ერთ-ერთი კოლეგის პოსტი ვნახე – ქედაში ის რესტორანი ნახევარი საათის შემდეგ წაიღო, სადაც ყავა დავლიეთო… ამ პოსტმა მიბიძგა დამეწერა: ორი თვის წინ, როცა ჩემი თვალით ვნახე როგორ შენდება აჭარაში უდიდესი ჰესი, სწორედ, ამაზე ვიფიქრე, რომ ბუნება სამაგიეროს გადაუხდის…

Read the rest of this entry »

 

აჭარაში მდინარემ ხიდები წაიღო

mdinare aWaraSi 0003გუშინ, 28 ივნისს, საღამოს 8 საათზე, უამინდობამ მდინარე აკავრეთას ადიდება გამოიწვია, რამაც სოფელ ოქტომბერში რესტორან ,,დავითი”-ს ინფრასტრუქტურა და საკალმახე მეურნეობა გაანადგურა. მოვარდნილმა მდინარემ წაიღო ხიდები ოქტომბერსა და მერისში.

Read the rest of this entry »

 

დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის გამო საგანგებო სიტუაციაა

devdorakis xeoba 2დევდორაკის ხეობაში სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო, 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, საშიშ ზონაში, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

Read the rest of this entry »

 

საჯაროდისკუსია – ,,რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“

stiqia 01015 ივნისს, 10:00 სთ-ზე, სასტუმროში Radisson Blue Iveria, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში გამართავს საჯარო დისკუსიას თემაზე „სახელმწიფოს მზაობა ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფებისთვის – რა შეიცვალა თბილისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე“.

Read the rest of this entry »

 

თუშეთში, ომალო-შენაქოს საავტომობოლო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა

mewyeri 1ძლიერი ატმოსფერული ნალექების გამო, თუშეთში, ომალო-შენაქოს საავტომობოლო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა, თუშეთის ორი სოფელი გარე სამყაროს მოწყდა, სოფელ შენაქო და დიკლო. ამ სოფლებში იმყოფებოდნენ ტურისტებიც. ამჟამად, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

Read the rest of this entry »

 

სტიქიური პროცესები თუშეთში

TuSeti5 ივნის, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ტერიტორიაზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანი გაზაფხულის სეზონზე თუშეთში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა იყო.

Read the rest of this entry »

 

სოფელ კვატიას მოსახლეობა “აჭარისწყალს” ხეების დარგვის საშუალებას არ აძლევს

dre 231ცირა გვასალია

%AE/
ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

სპეციალური ჭრის ნებართვის შედეგად მოჭრილი წითელი ნუსხის ხეების საკომპენსაციოდ, კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიამ” ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიაში გადაწყვიტა კაკლების დარგვა.  სოფელ კვატიას მცხოვრებლები არ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას.

სოფელ კვატიას მცხოვრებლები კომპენსაციას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათ მეზობელ სოფელ წაბლანას კომპანიამ და აჭარის მთავრობამ გადაუხადა კომპენსაცია; სოფელ კვატიას მცხოვრებლები კი უყურადღებოდ დარჩენენ.

Read the rest of this entry »

 

იაფი რესურსი [ქვიშა-ხრეში] “აჭარისწყალ ჯორჯიას”

dre 205ცირა გვასალია

ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი 

წითელი ნუსხის ხეების მოჭრის სპეციალურ ნებართვებთან ერთად, საქართველოს მთავრობამ კომპანია “აჭარისწყალ ჯორჯიას” 600 000 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისგან გაათავისუფლა. საკომპენსაციოდ, კომპანიას გარკვეული თანხა უნდა გადაეხადა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.  თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენაზე კომპანია უარს აცხადებს. აჭარის მთავრობა კი ამბობს, რომ მათთან ტრანზაქციის დამადასტურებელი ქვითრები არ ინახება.

ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობასთან შუამდგომლობა კომპანიას აჭარის მთავრობამ გაუწია.

Read the rest of this entry »

 

სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა

bza“სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამიშეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად”

ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა – აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში,რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ –ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის – დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა დაპარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა. Read the rest of this entry »