დღეს, უბრალო კი არა, მართლაც რომ გლობალური დღესასწაულია – დღეს, დედამიწის საერთაშორისო დღეა (International Mother Earth Day).
დღესასწაული დაარსდა გაეროს გენერალური ანსამბლეის 63-ე სესიაზე 2009 წლის 22 აპრილს და მას შემდეგ ყოველწლიურად აღინიშნება.
26 აპრილს თბილისის ზოოპარკში გამწვანების აქცია იგეგმება, რომლის ფარგლებშიც ზოოპარკის ტერიტორიისა და ავტომაგისტრალის ცოცხალი ბარიერით გამიჯვნაა დაგეგმილი.
“400-მეტრიანი ღობის გასამწვანებლად ტუიას 1200 ნერგია საჭირო, თუმცა სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ნერგების აუცილებელი რაოდენობის მოგროვება ვერ მოხერხდა; ამიტომ, გადავწყვიტეთ რეგისტრაციის ვადის 23 აპრილამდე გაგრძელება იმ იმედით, რომ კიდევ გამოჩნდებიან ადამიანები თუ კომპანიები, რომლებიც ამ კეთილი საქმის განხორციელებაში დაგვეხმარებიან. Read the rest of this entry »
დღეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, გეოლოგიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გეოლოგიური საინფორმაციო ანგარიშის და გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის resource.meteo.gov.ge პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ემილ წერეთელი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტები დაესწრნენ.ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში, თუშეთის დაცული ტერიტორია მდებარეობს, რომელიც 2003წელს დაარსდა. ესტერიტორია აერთიანებს ეროვნულ პარკს (76,004 ჰა), დაცულლანდშაფტს (საერთო ფართობი 32,000 ჰა) და სახელმწიფო ნაკრძალს (10,694). ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის უძველეს სოფელს და ნასოფლარს, მათ მიმდებარე სახნავ-სათეს და სათიბ მდელოებს. თუშეთში ოდითგანვე ეწეოდნენ მესაქონლეობა-მეცხვარეობას დამიწათმოქმედებას. ტრადიციული წესი, რომლითაც იმართებოდა სახნავ სათესი და სათიბ-საძოვარი მიწა ზუსტად პასუხობდა მოზამთრე და მომთაბარე მოსახლეობის საჭიროებებს დაგათვლილი იყო ეკოსისტემების ბუნებრივი წრებრუნვის თვითაღმდგენ რეგულაციებზე.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის” სხვადასხვა კლუბის წევრები არიან, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება დემოკრატიის სკოლის (ნიმდის) კურსდამთავრებულთა ინიციატივით გაიმართა და განადგურებული ქარსაცავი ზოლების აღდგენას ითვალისწინებს. მოსწავლეებმა, კურსდამთავრებულებმა და ცენტრი აფხაზეთის” წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო მიწების ეროზიისგან დასაცავად, ამ ეტაპზე, 580 ხე დარგეს.