22 მარტს, კვირას წყლის დაცვის საერთაშორისო დღეს თსუ-ეკო კლუბი პროექტ ,,დიდი ნახტომის” ფარგლებში, რომლის ორგანიზატორია კრეატიული განვითარების ცენტრი (CDC), გაემგზავრა საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფელ სხვიტორში მდინარე ჩიხურას ხეობის დასასუფთავებლად. მიმდინარე წელს UNESCO-ს ეგიდით აღინიშნება აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 წლისთავი. სიმბოლური იყო თსუ-ეკო კლუბის იქ გამგზავრებაც. აკაკი წერეთელს „ჩემი თავგადასავალში“ მდინარე ჩიხურაზე უწერია: “ალბათ ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას, ვაძლევ: ეს იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.“ სამწუხაროდ, იქ ახლა რადიკალურად სულ სხვა სურათია. აღმოჩნდა, რომ ორი სოფელი – სხვიტორი და ჩიხა იყენებს მდინარის ხეობას ნაგავსაყრელად, მდინარე სხვადასხვა ნარჩენებით არის დანაგვიანებული.
Read the rest of this entry »