RSS

Category Archives: ღვინის ტურიზმი

საქართველო – სპეციალური სტატუსით IWINETC 2015-ზე

boTlebi01ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია (IWINETC)წელს მეშვიდედ, საფრანგეთში, შამპანის რეგიონში, გაიმართება 8-9 აპრილს, ხოლო 10 აპრილს ჩატარდება სამუშაო შეხვედრა პროფესიონალთა მონაწილეობით. წლევანდელი IWINETC-ის მთავარი მიმართულებები იქნება – პროფესიული განვითარება, კვლევა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ქსელური კომუნიკაცია და სხვ.

ღვინის ტურიზმის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, გამოფენა და სამუშაო შეხვედრა ყოველ გაზაფხულზე ღვინისა და კულინარიული ტურიზმის მთავარი მოვლენაა მსოფლიოს მასშტაბით. ორდღიან ღონისძიებაზე, რომელიც მოიცავს სხვადასხვა თემატიკის 30-მდე დისკუსიას, სიმპოზიუმებსა და სამუშაო შეხვედრებს, როგორც წესი, წარმოდგენილია, 300-ზე მეტი ღვინო, 45-ზე მეტი ქვეყნიდან.

Read the rest of this entry »

Advertisements
 

ღვინის ფესტივალი 2015

plakati16_12015 წელს საქართველოს ღვინის კლუბი უკვე მეექვსედ გაუძღვება ახალი ღვინის ფესტივალს, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ღვინის პოპულარიზაციას, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლებასა და სამომხმარებლო კულტურის გაზრდას. ახალი ღვინის ფესტივალის ტრადიციული, საჯარო ნაწილი წელს 9 მაისს, დედაენის ბაღში ჩატარდება და მასში წარმოდგენილი იქნება 2014 წლის მოსავლის ახალი ღვინოები.

Read the rest of this entry »

 

გორში ღვინის ფესტივალი ტარდება

boTlebi01 კვირას, 14 სექტემბერს, 14:00 საათზე, ქალაქ გორში, თეატრის მიმდებარე სკვერში გაიმართება გორის ღვინის ფესტივალი.

გორის ღვინის ფესტივალი ტრადიციულ ღონისძიებად ყალიბდება, რომელზეც მთელი საქართველოდან მოწვეული მეღვინეები საკუთარ მარნებში ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ღვინოებს წარმოადგენენ.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება არამარტო ქართლის, არამედ იმერეთის, რაჭის, ლეჩხუმის, მესხეთის და კახეთის ღვინოები, მოეწყობა სხვადასხვა სოფლის პროდუქტების დახელნაკეთი ნივთების გაყიდვა. ასევე გაიმართებაკონცერტი, რომელშიცმონაწილეობასმიიღებს ჯაზ ბენდი კანუდოსი.

Read the rest of this entry »

 

უკვე ტრადიციული ღვინის ფესტივალი

festivali24 მაისს, შაბათს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღვინის კლუბი გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, რომელიც წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს თითქმის ყველა მსხვილი ღვინის კომპანია და მცირე მარანი. უხვად იქნება წარმოდგენილი ოჯახური ღვინოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

Read the rest of this entry »

 

სლოგანი საქართველოს ღვინის ტურიზმს

Rvinis festivali 05საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს ღვინის ტურიზმის საუკეთესო სლოგანის შესარჩევად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სლოგანი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციის მიერ ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაგეgმილ პროექტებში. Read the rest of this entry »

 

„რაჭული ტრადიცია” – პრეზენტაცია

Rvinis festivali 03დღეს, 31 აგვისტოს, რაჭაში დაგეგმილ ღვინის ფესტივალზე ახალი ყველის – „რაჭული ტრადიცია” – პრეზენტაცია გაიმართა.  „ქეა საერთაშორისო კავკასიაში” განმარტავენ, „რაჭული ტრადიცია” მალე საქართველოს ყველის ბაზარზე გამოჩნდება და მისი დაგემოვნების შესაძლებლობა ყველა მსურველს შეეძლება. Read the rest of this entry »

 

ქუთაისში, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება

Rvinis festivali 03ხვალ, 11 აგვისტოს, 17:00 საათზე, ქუთაისში, ოქროს ჩარდახის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმერეთის ღვინის ფესტივალი გაიმართება!  ფესტივალზე დასწრების მსურველები თბილისიდან გამგზავრებას სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით შეძლებენ, რომლებიც მათ სასტუმრო „რადისონის” წინ 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დაელოდება.  Read the rest of this entry »