გიწვევთ, დასვენების დღეს, ლორე-ტაშირში (სომხეთი) 3 მაისს (კვირას). მხოლოდ ოთხმოც ლარად. (მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით, ორჯერადი კვება, საექსკურსიო და ფოტო მომსახურეობა).
თბილისიდან გასვლა დილის 7 საათზე.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შირაქის ველზე დიდნაურის ნაქალაქარზე ქვით, თიხითა და ხის მორებით ამოყვანილი, შვიდი მეტრის სიგანის გალავანი და სამი მეტრის სიგანის ჭიშკარი გამოვლინდა. ადგილზე კარგად იკითხება მოკირწყლული სავალი ნაწილი, რომლის უძრავ კულტურულ ფენებში გამოვლენილი კერამიკული მასალა ნაქალაქარს ძვ. წ. აღ XII-IX სს ათარიღებს. სეისმური მონიტორინგის ცენტრის წინასწარი განსაზღვრით ნაქალაქარი მძლავრი მიწისძვრის შედეგად არის დანგრეული. არქეოლოგები ამ კატასტროფის თარიღს ძვ. წ. IX ს. ვარაუდობენ.
ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა.
მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი ძუძუანას გამოქვაბული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის ტერიტორიაზეა. თუ, აქამდე ჩეხეთის აღმოჩენებით ითვლებოდა, რომ უძველესი ქსოვილი ადამიანმა 29 ათასი წლის წინ დაამზადა, ჭიათურის გათხრებით ამ თარიღმა 34 ათას წლამდე გადაიწია. ძუძუანას მღვიმეში სამუშაოებს მეცნიერთა ჯგუფი 1996 წლიდან აწარმოებს, რომელშიც ქართველების გარდა, ამერიკელი და ებრაელი სპეციალისტებიც შედიან. ამ კვლევის მთავარი მიზანი პალეოლითის ხანის “ჰომო საპიენსის” მიგრაციის გზების დადგენა იყო. იქ აღმოჩნდა ე.წ. ზედა პალეოლითური ხანის 3,5 მეტრის სისქის ნასახლარი. მღვიმის შესწავლა საინტერესო იყო, რადგანაც აქ აღმოაჩინეს 34 000 წლის წინანდელი სელის ბოჭკო. აღმოჩენაში უდიდესი წვლილი მიუძღვის არქეოლოგ თენგიზ მეშველიანს. Read the rest of this entry »
კაცხის სვეტი ჭიათურასთან ახლოსაა, ბავშვობაში ჩემი წინაპრები ამ სვეტს ეძახდნენ _ სვეტი-ცხოველი უხელოდ აშენებული. მიდიოდნენ და სვეტს სთხოვდნენ ჩვენს ჯანმრთელობას, დღეგრძელობას, კარგად ყოფნას…
მახსოვს ბებომ, როგორ გამოძერწა ჩემხელა სანთელი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ ფეხით გაუყვა კაცხის სვეტისკენ გზას ჩემთან ერთად, მანამდე იდგა მუხლდაჩოქილი და ლოცულობდა, ვიდრე სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვა.
ადგილობრივები კაცხის სვეტს, ხან ცხვარს სწირავდნენ, ხან დედალს, ხან რას და ხან რას. ამბობდნენ ზევით, ქვით ნაკეთი სადგომიაო – ეს ჩემს ბავშვობაში. ყოველთვის მიკვირდა, როგორ უნდა ასულიყო იქ ადამიანი და ხელით გამოეთალა მაგიდა, სკამი… მერე მთასვლელები ვარჯიშობდნენ-ხოლმე და ბავშვები დიდი მონდომებით ვადევნებდით თვალყურს. წლებია, კაცხის სვეტზე არ გადავსულვარ. ახლა კი… ეკლესია აუშენებიათ, როგორც სვეტზე, ასვე ქვევით, სვეტის მახლობლად. კაცხის სვეტამდე მისასვლელი გზა ბარდნარით იყო სავსე, ახლა კი მომლოცველებს თუ უბრალოდ ტურიზმის მოყვარულებს შეუძლიათ კომფორტულად მივიდნენ სვეტამდე, ამის შესაძლებლობას კი კარგად გაკეთებული გზა იძლევა. ასიოდე მეტრში კი ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილებიც ეწყობა. Read the rest of this entry »
ცუცხვათის მღვიმე მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ.
მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება.
მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.
ორიოდე დღის წინ, საველე ვიზიტი შედგა თელავის მუნიციპალიტეტის, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს რეკრეაციული ადგილები, გაეცნენ იქ არსებულ ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არც თუ სახარბიელო იყო და განიხილეს რეკრეაციული ადგილების მდგრადი განვითარების საჭიროებები.
საველე ვიზიტი გაიმართა “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.