ახმეტის მუნიციპალიტეტში, მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
Category Archives: ეკოტურიზმი
თუშეთში მდებარე სოფელ დოჭუს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
პანკისი – სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე
პანკისისკენ როცა გადავწვიტე წამოსვლა, ვაინახური ფოლკლორის ფესტივალის დახურვაზე, ახლობლებმა სერიოზულად შეიცხადეს, „სად მიდიხარ, ან არ მოგიტაცონ, ან არ აგაფეთქონ… ზოგი რას მეუბნებოდა და ზოგი რას… ერთი კვირის განმავლობაში არ ჩერდებოდა ჩემს გარშემო შეშინებული ზუზუნი. მართალი გითხრათ, მეც გამეგო, მანამდე, რომ პანკისი საშიში რეგიონია, მედია პერმანენტულად იმას ავრცელებს, რომ პანკისელი ბოევიკები/ტერორისტები სირიაში არიან, პანკისიდან კიდევ ერთი გაიპარა სირიაში და ა.შ. მოკლედ, მედიამ უმთავრესად, საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნების ჩამოყალიბებაზე კარგად იმუშავა. საქმე იქამდეც კი მივიდა, კინაღამ გადავიფიქრე, თუმცა საბოლოოდ მაინც წავედი, რადგან წლების განმავლობაში მინდოდა ამ ულამაზესი კუთხის ნახვა… Read the rest of this entry »
თუშეთისკენ ევროპული სტანდარტების გზა გაკეთდება
თბილისიდან საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ასვლას, ფაქტობრივად, მთელი დღე უნდა. გამოუცდელი მძღოლის გარეშე ცოტა თუ რისკავს მიუვალ გზებზე მგზავრობას. არც ყველა მარკის ავტომობილითაა მგზავრობა შესაძლებელი. გზებზე ხშირია მეწყრული მოვლენები და ქვათაცვენები, განსაკუთრებით ნალექიანობის დროს. თუშებსაც და თუშეთზე შეყვარებულ ადამიანებსაც იმედი მიეცათ, როდესაც საქართველოს პრემისერ მინისტრმა თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა: Read the rest of this entry »
ბაღდათის მუნიციპალიტეტში კარსტული მღვიმე აღმოაჩინეს
19 იანვარს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი (ექსპედიციის ხელმძღვანელი), თსუ-ს მაგისტრანტი მერი გუგეშაშვილი და თსუ-ს ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგები: გეოგრაფიის დოქტორი ზაზა ლეჟავა და ლაბორანტი გიორგი ჩართოლანი. ექსპედიციაში აგრეთვე მონაწილეობდნენ ბაღდათის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ცენტრის მენეჯერი გოჩა ხორავა და ბაღდათის საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავჯდომარე მამუკა გორგოძე. Read the rest of this entry »
გორა ძირის მთაზე მთის დღე აღნიშნეს
მთის დღეს, გაერო 1992 წლიდან აღნიშნავს, საჩხერის მუნიციპალიტეტში ეს დღე, მთა გორა ძირის მთის დალაშქვრით აღნიშნეს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ. კორბოულის მეორე საჯარო სკოლაში ადგილობრივ თვითმართველობასთან, გამგეობის წარმომადგენლებთან, მოსახლეობასთან და მოსწავლეებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელიც დასრულდა ინტერატქიული გამოკითხვით, რომელია ყველაზე საინტერესო ბუნების ძეგლი, ინტერაქტივის კითხვარში საჩხერის მუნიციპალიტეტის 16 ძეგლი იყო დასახელებული, პირველი ადგილი აიღო დევის ტბამ, მეორე ადგილზე გავიდა გორა ძირის მთა, მოგვიანებით, სწორედ ამ მთაზე აღიმართა სიმბოლურად საჩხერის დროშა.
ქობულეთში მცხოვრები ბოშები
ქობულეთში, ვაგზლის მარჯვენა მხარეს პატარა დასახლებაა, სადაც ორმოცდაათამდე ბოშათა ოჯახი ცხოვრობს, ამ ადგილს ბოშათა დასახლებას ეძახიან. რამდენიმე ოჯახში შეგვიპატიჟეს…
75 წლის ბოშა ქალი, რომელიც ავადაა, თუმცა მაინც ბოშურ ტრადიციისამებრ მოწესრიგებული და მოვლილია, გვიყვება, რომ შვიდი შვილი ყავს, მისი შვილებიც მრავალშვილიანები არიან, თავს, როგორც ყველა ბოშა ვაჭრობით ირჩენენ. ხანდახან მკითხაობითაც. „მკითხაობის ხელოვნებას ბევრი ცოდნა და პრაქტიკა უნდა, ამას ჩვენი წინაპრები გვასწავლიდნენ, ასე გადმოდის შთამომავლობით, შვილიდან შვილზე, ზოგი ხდება, ზოგიც არა…“ – გვიყვება ვალია. Read the rest of this entry »
ფშავ-ხევსურეთში ეროვნული პარკი შეიქმნა
თუშეთის გზის აღდგენას ერთი კვირა დასჭირდება – ტურისტები შველას ითხოვენ
თუშეთის დაცული დანდშაფტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თუშეთის გზის დაზიანების მასშტაბი საკმაოდ სერიოზულია. შეკეთებას სულ ცოტა ერთი კვირა დასჭირდება.
მაგთის ანძები, მეხის ჩამოვარდნის გამო, დაზიანებულია, მობილური კავშირი თუშეთთან გაწყვეტილია. ათობით ტურისტია ჩარჩენილი და ბარში ჩამოსვლას ლამობს. ერთ-ერთი ფრანგი ტურისტი ჩივის, რომ ორ დღეში აუცილებლად უნდა იყოს პარიზში, რადგან მნიშვნელოვანი საქმე აქვს.
ჭალაათის მყინვარმა, შარშანდელთან შედარებით, 15-ზე მეტი მეტრით, უკან დაიხია
სვანეთში, მდინარე მესტიაჭალა წარმოიქმნება მდინარე ლეხზირისა და ჭალაათის შეერთების შედეგად, ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. ამჯერად ხუთნი ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.
გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა, იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.
ჭალაათის მყინვარი, რომლისკენაც გულდასმით მივიწევდით, გამორჩეული მყინვარია და ტყის ზონაში მთავრდება.მყინვარი უკენ იწევს და ტყე ფეხდაფეხ მიყვება. მყინვარისკენ მიმავალ გზაზე უამრავი უცხოელი ტურისტიც შეგვხვდა. Read the rest of this entry »