RSS

ცხოვრება თუ სიამოვნება

08 აპრილი

მარიამ ჟღერია

„ნარკოტიკებისთვის თავი რომ დამენებებინა, ამას მაშინ მივხვდი, როცა ირგვლივ აღარავინ მყავდა. მარტო ვიყავი, აღარავის ესმოდა ჩემი და არც აღარავინ მაინტერესებდა, მხოლოდ წამალზე ვფიქრობდი,“ – გვიყვება 40 წლამდე მამაკაცი, თ.ო., რომელმაც ნარკოტიკების მიღება, საკმაოდ ახალგაზრდამ, 17-18 წლისამ დაიწყო, – „უბრალოდ გავსინჯე და შემდეგ პირველს მეორე და მეორეს მესამე მოყვა, თუმცა, ნეტა  მესამეს შემდეგ სხვა მრავალი აღარ მოჰყოლოდა… შემდეგ ისე შევტოპე რომ ვერც კი შევამჩნიე რომ ნარკოდამოკიდებული ვიყავი. „კაიფი“ უფრო ბუნებრივი იყო ვიდრე სიფხიზლე“, – ის თავის დანებებას მონასტერში გაქცევითაც ეცადა. იქაურმა სიმშვიდემ დაარწმუნა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

ნარკომანია – ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:

თვითონ ნარკოტიკი განიმარტება, როგორც ნივთიერება, რომელიც ადამიანის მდგომარეობაზე მოქმედებს და იწვევს დამოკიდებულებას, რომელიც ორი ტიპისაა: ფიზიკური დამოკიდებულება, რომელიც ვითარდება ადამიანის მიერ ნარკოტიკის რეგულარულად მოხმარების შედეგად და ფსიქიკური დამოკიდებულება, რომელიც შესამჩნევი ხდება, როდესაც ფიზიკური სიპტომები სამედიცინო ჩარევით მოიხსნება.

  ნარკომანიის გამომწვევი მიზეზებიც და შედეგებიც, შესაძლოა დაიყოს ორ კატეგორიად: პიროვნული და გარემო ფაქტორები.

„პროგრამის შესახებ ბევრი წელი ვიყავი ინფორმირებული, რომ ქვეყანაში ასეთი პროგრამა მოქმედებდა, ვიცოდი რომ მიდიოდნენ ისეთი ადამიანები ვისაც უნდოდათ წამლისთვის თავი დაენებებინათ და ვერ ანებებდნენ, მეც მათნაირი ვიყავი და ამიტომ გადავწყვიტე მესარგებლა ამ პროგრამით. მესამე წელია უკვე ჩართული ვარ ამ პროგრამაში და თავს მშვენივრად ვგრძნობ, “ლომკა“ არ მაქვს და ნარკოტიკებს არ ვიყენებ. ვფიქრობ წლების შემდეგ სრულფასოვან ცხოვრებასაც დავუბრუნდები,“ – ამბობს თ.ო.

მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც. კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმრებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშროება, როგორიცაა შიდსი და სხვა…

26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული. სწორედ ამიტომ მსოფლიოში არა ერთი ორგანიზაციაა შექმნილი, რომელთა მიზანია დაეხმაროს ნარკოდამოკიდებულ ადამიანებს და შეამციროს მისი პრევენცია. ერთ-ერთი ასეთია სახელმწოფო პროგრამა „ნარკომანიით დაავალებულთა მკურნალობა“.

„პროგრამა გულისხმობს სტაციონარული დეტოქსიკაციას და პირველადი რეაბილიტაციას. ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებას და ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მიწოდება“ – გვეუბნებიან სოციალური მომსახურების სააგენტოში. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
ასევე, ჩამანაცვლებელი ფარმაცევტული პროდუქტის მოსარგებლეები შეიძლება იყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც გამომგზავრების მომენტისთვის ჩართულნი იყვნენ უცხოეთში მოქმედ ჩანაცვლებით პროგრამებში. ადამიანები რომლებსაც უნდათ და სჭირდებათ დახმარება, რათა თავი დააღწიონ ნარკოდამოკიდებულებას.

„ნარკომანიის ბუმი უმთავრესად ორი მიზეზით გახლავთ განპირობებული, – გვეუბნება, ექიმი ნარკოლოგი, ექიმი ფსიქოთერაპევტი(ECP, ECIP), ფსიქოთერაპიის ქართული ფედერაცია დენდრონის პრეზიდენტი, მენტალური ჯანმრთელობისა და ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის საერთაშორისო აკადემიის ხელმძღვანელი. ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის ეროვნული დელეგატი, ფსიქოთერაპიის ინტეგრაციის კვლევის ასოციაციის წევრი, ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული ასოციაციის წევრთა კომიტეტის ექსპერტი მაია ბეგაშვილი, – პირველი ის არის, რომ ნარკოტიკული საშუალებები მოსახლეობის ფართო ფენისთვის მეტისმეტად ხელმისაწვდომია, ყოველ შემთხვევაში, ადრინდელთან შედარებით მაინც, მეორე მიზეზი კი გარკვეული წრეებიდან მიღებული დეზინფორმაციაა. ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზრდავდა.“

თუ ადრე მომხმარებელთა ძირითად კონტინგენტს 25 წელს გადაცილებული პირები შეადგენდნენ, ამჟამად 18-25 წლის ნარკომომხმარებლები უფრო გვხვდებიან, რაც ისევ და ისევ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობისა და არასწორი ინფორმაციის ბრალია. არცთუ იშვიათად ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას 40 წლის ასაკშიც იწყებენ – ადამიანს, რომელიც გარკვეულ კაპიტალს აგროვებს, უჩნდება სურვილი, სხვა ამქვეყნიურ სიამეებთან ერთად “კაიფიც” მოსინჯოს.

„ბოლო დროს ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი ქალების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი მალავს დაავადებას. ამდენად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათი რიცხვი ძალზე შთამბეჭდავია.  სუსტი სქესის წარმომადგენლები იმავე მიზეზით იწყებენ ნარკოტიკების მოხმარებას, რა მიზეზითაც მამაკაცები, მხოლოდ, ამ უკანასკნელთაგან განსხვავებით, ორმოცს გადაცილებული ქალბატონები, როგორც წესი, ნარკოტიკულ ნივთიერებას აღარ ეკარებიან,“ – გვეუბნება ფსიქოლოგი მაია ბეგაშვილი და ამატებს, რომ ნარკოტიკი ნივთიერებათა ცვლის მოშლას იწვევს. ცნობილია, რომ ნარკოტიზაციის შედეგად ჯირკვლები, რომლებიც ე.წ. შინაგან ნარკოტიკებს (ჰორმონების გარკვეული ჯგუფის) გამოიმუშავებდნენ, ზარმაცდებიან და ჰორმონების პროდუქციას წყვეტენ. ნივთიერებათა ცვლის მოშლის ეს ტიპი თავისუფლად შეიძლება შვილსაც გადაეცეს. გვქონდა შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკების მომხმარებელმა ქალმა აღკვეთის (იმავე „ლომკის“) მდგომარეობაში მყოფი ბავშვი შვა.

ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური. ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა ჩანაცვლებითი თერაპია, რომელსაც მოსახლეობა მეტადონის პროგრამის სახელით იცნობს. მკურნალობის ეს მეთოდი გულისხმობს გარკვეული დროის განმავლობაში ნარკომანიით დაავადებული ადამიანისთვის საკმაოდ მაღალი ტოქსიკურობის ნივთიერების – მეტადონის – მიწოდებას. თუკი ადამიანს დაწყებული აქვს ნარკოტიკული დემენცია (ჭკუასუსტობა) ანუ თუ ის გარემოში ადაპტაციას ვერ ახერხებს, რა თქმა უნდა, ამ მეთოდის გამოყენება მიზანშეწონილია. 

„ამ რამდენიმე ხნის წინ ამუშავდა მეტადონის მოკლევადიანი პროგრამა, რაც, ჩემი აზრით, მთლად ეფექტური არ უნდა იყოს და აი, რატომ: მართალია, მეტადონი ამსუბუქებს აღკვეთის სინდრომისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, მაგრამ მოკლე ვადით მიღების შემთხვევაში თავადვე იწვევს აბსტინენციის სინდრომის ჩამოყალიბებას. ამიტომ თუკი პროგრამა მოკლევადიანი იქნება, უმჯობესია მკურნალობა გაცილებით სუსტი მოქმედების ნარკოტიკული ნივთიერებით განვახორციელოთ,“ – ამბობს ბეგაშვილი.

რაც შეეხება დეტოქსიკაციას, ამ დროს ორგანიზმი ნარკოტიკების მიღების შემდეგ წარმოქმნილი მავნე რადიკალებისგან იწმინდება. ჩანაცვლებითი თერაპიაც შეიძლება დეტოქსიკაციის ერთ-ერთ მეთოდად განვიხილოთ.

ფოტო აღებულია:https://sites.google.com/site/magalaaa/adamiani-da-narkotiki

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 08/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s