RSS

“ჩემი გამომცემლობის” პირველი წიგნი – ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”

22 სექ

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის კიდევ ერთი წიგნი, მონოგრაფიული ნაშრომი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”. წიგნი იმ თაანამედროვე პროცესებს ეხება, რომლის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება.

ნაშრომი ,,თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“ „ჩემი გამომცემლობის“ პირველი წიგნია და ამით “ჩემი გამომცემლობაც” ცდილობს საგამომცემლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.

წიგნი კი გიპასუხებთ კითხვაზე, რომელიც ყოველდღიურად გიჩნდებათ: რატომ განიცდის ქართული ჟურნალისტიკა კრიზისს და როგორ აირეკლება ეს საზოგადოებრივ ღირებულებებზე?

წიგნის ავტორმა, სოციალური ფონის შესასწავლად, საქართველოს ყველა კუთხე მოიარა და მოიპოვა მასალა (მათ შორის, აფხაზეთიდან) იმაზე, თუ რა პრობლემების წინაშე დგას ადგილობრივი მოსახლეობა და რა კავშირშია ამასთან მედია.

წიგნი საინტერესოა მედია მკლევარებისთვის, ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის და ყველასთვის, ვისაც ფიქრი არ ეზარება.

წიგნის რედაქტორები არიან პროფესორი ირმა კეცხოველი და ფილოლოგი ინგა გამსახურდიშვილი, რეცენტები კი პროფესორი რუსუდან ლორთქიფანიძე და პროფესორი ეკა თხილავა

წიგნის შეძენა შეგიძლიათ 💚  რუსთაველის 16-ში (თბილისი).

რაც შეეხება “ჩემი გამომცემლობა”-ს მისი დამფუძნებლები ამბობენ, რომ “მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ყველა სფეროსთვის სარისკო პერიოდია, თამამი ნაბიჯი გადავდგით საგამომცემლო ბაზარზე შესასვლელად. თუმცა დარწმუნებულები ვართ – ერთად ყველაფერი გამოგვივა! „ჩემი გამომცემლობის“ მობილური გუნდი მზად არის მოგეხმაროთ წიგნის ან სხვა ბეჭდური პროდუქტის შექმნაში. ვეცდებით, ეს ხარისხიანად და გემოვნებით გავაკეთოთ. გვჯერა, რომ სწორედ ასე შევძლებთ საზოგადოებაში წიგნისადმი, კითხვისადმი ინტერესის შენარჩუნებას, წიგნიერების დონის გაზრდას და ნებისმიერი ასაკისთვის აუცილებელი ცოდნის გაზიარებას. ამჟამად თქვენს სამსახურში მხოლოდ ონლაინ ვიქნებით. გამოცემულ წიგნებს კი წიგნების მაღაზიებიდანაც მოგაწვდით. ჩვენი სერვის პაკეტებისა და ცინცხალი გამოცემების შესახებ დროდადრო აქ დავპოსტავთ. თვალი გვადევნეთ! ჩვენ ზუსტად ვიცით: თქვენი და „ჩემი გამომცემლობის“ ერთობლივი შრომა კარგ შედეგს გამოიღებს.”

“ჩემი გამომცემლბის” შემოქმედებითი ჯგუფი, მკითხველებსა და ავტორესბს სხვადასხვა სიურპიზს პირდება და მომსახურების განსაკუთრებულ პაკეტსაც სთავაზობს.

 

2 responses to ““ჩემი გამომცემლობის” პირველი წიგნი – ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”

  1. ოლიკო

    18/05/2021 at 17:49

    შეიძლება თუ არა უკრაინიდან გადმოვრიცხო ფული და თქვენ მიაწოდებთ ადამიანს,რომელიც საქართველოში ცხოვრობს?

     
    • ekofact

      18/05/2021 at 18:01

      კი ბატონო, mypublishinghous@gmail.com ამ მეილზე მოგვწერეთ დეტალები და დაწვრილებით გიპასუხებთ

       

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s