შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის ინფორმაციით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს
სიახლოვეს, შატილის გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.მიკროავტობუსი გადავარდა კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის
სიმაღლიდან. შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფის მობილიზება.
ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები,
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და
სამაშველო ტექნიკა. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან სასწრაფო-სამედიცინო
დახმარების ჯგუფებიც. Read the rest of this entry »
Monthly Archives: აგვისტო 2020
შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
მოგზაურობა თუშეთში – 2020
თუშეთში პირველად ძალიან ბევრი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ შეყვარებული დავიარები თუშეთზე და ყველასთან, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვყვები როგორი საოცარია თუშეთი. ათობით ჟურნალისტური სტატია მაქვს დაწერილი და ამით, წლების განმავლობაში ვცდილობდი ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო ადგილობრივებისთვის იქ არსებული სოციალური მდგომარეობა.
წელს კი, ჩვენი ვიზიტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიგეგმა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვეგონა, სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა წამოსვლა. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ტრანსპორტში ორი ადგილი რომ არ გვქონოდა, ომალოს მისადგომებიდან აბანოს უღელტეხილამდე ვერ წავიყვანდით გზაში დარჩენილ ბელარუს მეცნიერ პავლეს და მის თანამგზავრ ქართველ გოგონას. Read the rest of this entry »
აბელიანში მარგანეცის მოპოვების მიზნით მისულ ტექნიკას გზა გადაუკეტეს
„შავ ოქროდ“ წოდებული მარგანეცი რამდენიმე ათეული წელია მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ეკოლოგიას ჭიათურაში, თუმცა, როგორც ჩანს, ეს ერთადერთი კერა არაა საქართველოში. – მავანთ, რომელთა ვინაობაც ჯერ კიდევ არაა ცნობილი არც ოფიციალური უწყებებისთვის და არც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, კერძოდ კი სოფელ აბელიანის ტერიტორიაზე კარგა ხნის წინ დაკონსერვებული მაღაროს ამოქმედების იდეა დაებადათ.