RSS

Daily Archives: 17/08/2020

მოგზაურობა თუშეთში – 2020

ოლიკო ცისკარიშვილი

თუშეთში პირველად ძალიან ბევრი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ შეყვარებული დავიარები თუშეთზე და ყველასთან, ვისაც მოგზაურობა უყვარს, ვყვები როგორი საოცარია თუშეთი. ათობით ჟურნალისტური სტატია მაქვს დაწერილი და ამით, წლების განმავლობაში ვცდილობდი ოდნავ მაინც გაუმჯობესებულიყო ადგილობრივებისთვის იქ არსებული სოციალური მდგომარეობა.

წელს კი, ჩვენი ვიზიტი აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიგეგმა, თუმცა ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც გვეგონა, სტუდენტების უმრავლესობამ ვერ მოახერხა წამოსვლა. თუმცა ალბათ ყველაფერს აქვს ორი მხარე, ტრანსპორტში ორი ადგილი რომ არ გვქონოდა, ომალოს მისადგომებიდან აბანოს უღელტეხილამდე ვერ წავიყვანდით გზაში დარჩენილ ბელარუს მეცნიერ პავლეს და მის თანამგზავრ ქართველ გოგონას. Read the rest of this entry »