RSS

Monthly Archives: სექტემბერი 2020

“ჩემი გამომცემლობის” პირველი წიგნი – ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის კიდევ ერთი წიგნი, მონოგრაფიული ნაშრომი “თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია”. წიგნი იმ თაანამედროვე პროცესებს ეხება, რომლის გამოწვევების წინაშე დგას თანამედროვე ქართული საზოგადოება.

ნაშრომი ,,თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“ „ჩემი გამომცემლობის“ პირველი წიგნია და ამით “ჩემი გამომცემლობაც” ცდილობს საგამომცემლო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას. Read the rest of this entry »

 

გამოიცა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი “ფოტოჟურნალისტიკა”

დაიბეჭდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნი სათაურით „ფოტოჟურნალისტიკა“, რომელიც გამოსცა „საქართველოს აკადემიურმა გამომცემლობამ“. წიგნი განკუთვნილია ფოტოჟურნალისტიკის სტუდენტებისთვის და ფოტოგრაფიით დაინტერესებული პირებისთვის. წიგნში შესულია თანამედროვე ქართველი და უცხოელი ფოტოგრაფების ნამუშევრები, რჩევები და რეკომენდაციები, რომელიც მნიშვნელოვანია ფოტოგადაღებებისას, ახალი ამბების ფოტოგრაფებისა და ფოტორეპორტიორებისთვის. Read the rest of this entry »

 

ხვალ 19 სექტემბერია, დასუფთავების მსოფლიო დღე!

წელს, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, მასშტაბური დასუფთავების აქციები არ ჩატარდება, თუმცა ლოკალურ დონეზე, ყველა რეგულაციისა და წესის დაცვით, CENN თავის გუნდთან ერთად დაასუფთავებს ნაშვილებ ტერიტორიას და მოუწოდებს საზოგადოებას, არ დაანაგვიანოს გარემო და მოუფრთხილდეს მას. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/09/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

რეპორტაჟი ხინოწმინდიდან

ოლიკო ცისკარიშვილი

ნისლი წვებოდა მთიდან ხინოწმინდაზე, როდესაც უსაშველოდ გრძელი გზის დასასრულისკენ მივდიდოდით. გრძელი ცუდი ნათქვამია, უფრო მოუწესრიგებელი, რადგან 48 კილომეტრის გავლას, არც მეტი არც ნაკლები ხუთ საათზე მეტი მოვანდომეთ. „ეს გზა რომ ყოფილიყო, განა ჩემი წინაპრები იმ სამოთხიდან წამოვიდოდნენო,“ – გვეუბნება მოგვიანებით ტაქსის მძღოლი ქობულეთში, როცა გაიგო, რომ ხინოწმინდაში ვიყავით. თუმცა ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ გზის რეაბილიტაციის გეგმა უკვე შედგენილია და იმედოვნებენ, რომ გზა ხინოწმინდამდე გაკეთდება. Read the rest of this entry »