RSS

Monthly Archives: ივნისი 2015

თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა

wyaldidoba 005ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად,  მხოლოდ ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა.  მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლ-კაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი, ხოლო დანარჩენები წყნეთის ქუჩაზე.
Read the rest of this entry »

 

დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, გილოცავთ გარემოსდამცველებო

shem 0135 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი” – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.

Read the rest of this entry »

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდა

tamunaaa5 ივნისს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სააგენტოში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტისა 50-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.
სტუდენტებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა თავად გააცნო, ასევე დაათვალიერებინა ლაბორატორიები და სინოპტიკოსების სამუშაო ოთახი, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა სინოპტიკური პროცესები. სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების ხედვებსაც გაეცნო.

Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვის მსოფლიო დღე

giglaaaa5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.

1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.

Read the rest of this entry »

 

დევდორაკზე სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ

dariali 2გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიური მოვლენების შესაძლო გააქტიურების შემთხვევაში, ადრეული შეტყობინების მიზნით, მყინვარ დევდორაკზე და მდინარე ამალის ხეობაში დღეიდან სპეციალისტები მონიტორინგს განახორციელებენ.

Read the rest of this entry »

 

მეცხვარე ისევ ზვავშია მოყოლილი

mwyemsiთსუ-ს ასისტენტ პროფესორმა, გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა მოგვაწოდა ფოტო მასალა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული სოფელ ხონეს მაცხოვრებლის, 45 წლის გიორგი შეთეკაურისა და ასევე მიმდებარე ტერიტორიის ფოტო მასალა, საიდანაც განვითარდება სტიქიური პროცესი. ამ ადგილას ჩამოვიდა უზარმაზარი თოვლისა და ყინული მასა.

Read the rest of this entry »

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა პარლამენტში

tamuna parlamentsiსაქართველოს პარლამენტში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ მინისტრი გიგლა აგულაშვილი მოხსნებით გამოვიდა.

Read the rest of this entry »

 

ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფის შედეგად ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი მოყვა

11104848_10153382992314310_269321959_nხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, დიდი მოცულობის  გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა.  თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელი მოყვა.

Read the rest of this entry »

 

დღეს, მტკვრის დაცვის დღეა

tamuna gigla2 ივნისი მტკვრის დაცვის დღეა, რომელიც კოალიცია “მტკვარ-არაქსის” ინიციატივით 1999 წელს დაარსდა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივის „ეს მარტივია – იზრუნე გარემოზე“ კამპანიის ფარგლებში, მეტეხის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია გამართა. აქციაში გიგლა აგულაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

Read the rest of this entry »

 

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

gergeTi 012შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2015 წლის მაისის თვე 454 545 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 14,7 %-ით მეტია.

Read the rest of this entry »