RSS

გადავარჩინოთ წიწვოვანი მცენარეები

15 დეკ

1472374_10152103896769310_1752795078_n დღეს, 14 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის და ეკოლოგიის სპეცილობის სტუდენტების მიერ შექმნილი ,,თსუ-ეკო კლუბის“ ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა,  „ნუ მოჭრი წიწვოვან მცენარეს“ –  ხეების საახალწლოდ  ჭრასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე განიხილეს ხეების ჭრასთან დაკავშირებული პრობლემის ყველა მნიშვნელოვანი დეტალი. გაკეთდა პრეზენტაცია, გაიმართა მოსწავლეებსა და სტუდენტებს შორის დებატები არსებული ვითარების გამოსწორებისა და შეცლისათვის. ჩატარდა ეკო კლუბის წევრ მოსწავლეთა კონკურსი, სადაც მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუთარი შესაძლებლობებით გაკეთებული ნაძვის ხეები. დაგეგმილია თსუ–ში  მოსწავლეთა მიერ შექმნილი ნაძვის ხეების გამოფენა, აგრეთვე 19 დეკემბერს ,,ეკო–კლუბი“ გეგმავს აქციას ქალაქ ბორჯომში ნაძვის ხეების დაცვისა და გადაჩენის მიზნით.

ხელოვნური ნაძვის ხეები შექმნეს: სკოლა-ლიცეუმ „სინათლეს“ მოსწავლეებმა: ნათია კაპანაძემ, ელენე ტაბატაძემ, გიგი კურტანიძემ   და თეონა მამათაშვილმა, თბილისის 99-ე საჯარო სკოლიდან: ნინა ეგნატაშვილმა, სალომე ჯეჯეიამ, თამარ ოქროპირიძემ და ნინო ოდიშერაშვილმა, ხოლო თბილისის 175-ე საჯარო სკოლიდან ელეონორა ჭანიამ. სკოლა ,,მომავლიდან“ მარიამ ჯოხარაძემ. განსაკუთრებით სიანტერესო ხელოვნური ნაძვის ხეები შექმნა თსუ–ს ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის სტუდენტმა მარიამ სიჭინავამ.

961254_10152103896809310_1264218157_n 967629_10152103896794310_1913191026_n 1422861_10152103896744310_91723729_n 1454444_10152103894874310_2015731231_n 1454470_10152103896124310_492312594_n 1462139_10152103894159310_1901993039_n 1470886_10152103896774310_1032945287_n 1482163_10152103896789310_1157695000_n 1490978_10152103896799310_1152117172_n 1491200_10152103896784310_2094200327_n

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s