RSS

ინდოეთში სტიქიამ 10 ათასი ადამიანი იმსხვერპლა

30 ივნ

wyaldindoeTi 001ინდოეთში, დაახლოებით ორი კვირის წინ მოსული ძლიერი წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 10 ათასს მიაღწიოს. ამის შესახებ უცხოური მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება. ამ დრომდე ხელისუფლება 6500 დაღუპულს ვარაუდობდა. თუმცა 3 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგულია. შტატ უკარაქხანდის მაღალმთიან რაიონებში ოთხი ათასი ადამიანი იმყოფება, რომელთა დახმარებასაც მაშველები ვერ ახერხებენ. ინდოეთში 14-17 ივნისის სტიქიის შედეგად, ამ დრომდე 822 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი.
ამავდროულად, სამკვირიანმა გადაუღებელმა წვიმებმა ჩინეთის აღმოსავლეთით 2 მილიონ ადამიანს შეუქმნა პრობლემა. სტიქიის შედეგად დაინგრა 1500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები. პროვინცია ჩზეციანში ეკონომიკური ზიანი 90 მილიონამდე დოლარს შეადგენს.

wyaldindoeTi 002 wyaldindoeTi 003

 

დატოვე კომენტარი