RSS

ჩერნოგორის რაიონში კატასტროფის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 18-დე გაიზარდა

24 ივნ

avariaჩერნოგორის რაიონში რუმინელი ტურისტებით სავსე ავტობუსის ავტოკატასტროფის შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 18-დე გაიზარდა, 30 კი მძიმე მდგომარეობაშია და იმყოფებიან პოდგორიცის კლინიკურ ცენტრში. ამის შესახებ იტყობინება რუმინეთის მედია.

ამავდროულად, იტარ-ტასის კორესპონდენტები ადგილიდან იუწყებიან, რომ კატასტროფას ემ,სხვერპლა 19 ადამიანი და 32 მძიმედაა დაშავებული. ექიმთა მონაცემებით, 6 მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაშია.

შეგახსენებთ, რომ კვირას, ადგილობრივი დროით, ხუთ საათზე, გრლოს ხიდიდან პოდგორიცა-კოლაშინის გზატკეცილზე, ავტობუსი გადავარდა ხრამში, იფრინა 40 მეტრი. წინაწარი მონაცემებით კატასტროფის მიზეზი გახდა მძღოლის გადამეტებული სიჩქარე. ავტობისმა დაკარგა მართვა გვირაბიდან გამოსვლისა, გაანგრია დამცავი ღობე და გადავარდა ხრამში.

 

დატოვე კომენტარი