RSS

პრაღის რამდენიმე რაიონში ევაკუაცია მიმდინარეობს

02 ივნ

praRaჩეხეთის დედაქალაქ პრაღის რამდენიმე რაიონში, მდინარე ვლტავაში წყლის დონის მატების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ქალაქში გამოცხადებულია წყალდიდობის მესამე დონის საფრთხე.

გავრცელებული ინფორმაცით, ამ დროისთვის მდინარეში წამში 1510 კბ/მ წყალი გადის, მაშინ როდესაც მესამე დონის საფრთხის მაჩვენებელი 1500 კუბური მეტრია .

ადგილობრივი ხელისუფლება პრაღელებსა და ქალაქის სტუმრებს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ქალაქში გადაადგილებისგან.

 

დატოვე კომენტარი