ყოველწლიურად, 18 მაისს, მუზეუმების თანამშრომლები, მსოფლიოს მასშტაბით, პროფესიულ დღესასწაულს აღნიშნავენ, და რა თქმა უნდა, ყოველი ჩვენგანიც, რომლებსაც ძალიან უნდათ მოინახულონ საინტერესო მუზეუმები, სადაც უნიკალური ნივთები და ექსპონატებია დაცული, ვთქვათ ერმიტაჟში, ან ლუვრში, ჩვენც თანამონაწილენი ვართ ამ დღესასწაულის. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მაისი 2013
მუზეუმის საერთაშორისო დღე
“ხუდონჰესთან” დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა
მთავრობის სხდომაზე “ხუდონჰესთან” დაკავშირებით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა მოხდა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განუცხადა.
საუბარია საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტზე, საქართველოს მთავრობას, შპს ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს, შპს ენერგოტრანსს, “ტრანსელექტრიკა ლიმიტედსა” და “ტრანსელექტრიკა ჯორჯია ლტდ”-ს შორის 2011 წლის 28 აპრილს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე. Read the rest of this entry »
გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების გადასარჩენად
21 მაისს ევროპის სახლში გაიმართება ლექცია, რომლის ავტორის კრის სლაპედნელის მიზანია გადაშენების პირას მყოფი ვეფხვების გადასარჩენად ამ საკითხისადმი საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. Read the rest of this entry »
დიდი ბრიტანეთის უხუცესი კუ, რომელმაც ხუთი მონარქი გაისტუმრა, ვირთხის ნაკბენისგან გარდაიცვალა
დიდი ბრიტანეთის უხუცესი კუ, რომელმაც ხუთი მონარქი გაისტუმრა ვირთხის ნაკბენისგან გარდაიცვალა, – წერს გაზეთი “დეილი მეილი”.
130 წლის რეპტილიის პატრონებმა ქალაქ გერნსიდან შეამჩნიეს, რომ მათი საყვარელი არსება აღარც თავის საყვარელ სალათს მიირთმევდა და აღარც გადაადგილდებოდა. ბოლოს აღმოაჩინეს, რომ უკან უზარმაზარი ჭრილობა ქონდა, რომელიც ნაკბენს გავდა. Read the rest of this entry »
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორებს ეძებს
მთავრობა მაღალმთიან რეგიონებში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც დღეს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უმცირესობასთან შეხვედრისას განმარტა, მთავარია, რომ ინტენსიურად მუშაობს და ეძებს ინვესტორებსტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. Read the rest of this entry »
ნასა: მარსი ყოველწლიურად 200-ზე მეტ “ასტეროიდულ დარტყმას” იღებს
მარსიდან (Mars Reconnaissance Orbiter) გადაღებული კადრებით, მეცნიერებს პირველად მიეცათ საშუალება დაეთვალათ ასტეროიდების რაოდენობა, რომელიც პლანეტის ზედაპირზე ეცემა, იტყობინება ნასა. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კადრების შესარჩევად ღია კონკურსს გამოაცხადებს, – ამის შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინიტრმა ხათუნა გოგალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხები. მისი განმარტებით, 2011 წლის მარტში გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცა, რის გამოც, გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკნინდა ფუნქციები, გაუქმდა გარკვეული სტრტუქტურები და გართულდა სამინისტროს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. Read the rest of this entry »
ტეხასის შტატში ტორნადომ 6 ადამიანი იმსხვერპლა
ამერიკის შეერთებული შტატების ტეხასის შტატში ტორნადოს შედეგად, უკანასკნელი მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება. ტორნადომ მნიშვნელოვანი ზიანი ქალაქ გრენბერს მიაყენა, სადაც საცხოვრებელი სახლების უდიდესი ნაწილი მთლიანად გაანადგურა. Read the rest of this entry »
ჰოლანდიაში შავი ტიტის შექმნის დღე აღნიშნეს
ცნობილია, რომ ტიტების სამშობლო საბერძნეთია, უფრო ადრეულ ცნობებს ტიტების შესახებ ირანიდან მომდინარეობს. ირანიდან ტიტები თურქეთში მოხვდა, სადაც ხალხის გული მალევე დაიპყრო. უკვე XVI საუკუნეში ტიტების სხვადასხვა სახეობებს ვხვდებით. სულთანის ცოლები თვლიდნენ, რომ ეს ყვავილები მათი ღმერთისადმი სიყვარულის სიმბოლო იყო. Read the rest of this entry »
ხვალ მედია გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ხვალ მედიის წარმომადგენლებს სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობენ. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, ხვალინდელი პრესკონფერენციის ფარგლებში მინისტრი ხათუნა გოგალაძე განხორციელებული ცვლილებების მნიშვნელობის, ახლად შექმნილი უწყებების უფლებამოსილებისა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე ისაუბრებს. Read the rest of this entry »



