RSS

სოხუმთან 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა

28 მაისი

miwisZvra 04დღეს, საქართველოში 5 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

სპეციალისტების თქმით, მიწისძვრა ქალაქ სოხუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით 39 კილომეტრში იყო. სოფელ ცემურიდან 23 კილომეტრში.

მიწისქვეშა ბიძგები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იგრძნობოდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.

 

დატოვე კომენტარი