RSS

დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

20 მაისი

tye12გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს უფროსი გიორგი შონვაძე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

 მინისტრის, ხათუნგა გოგალაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეისწავლა სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქმიანობა, რის შედეგადაც რამდენიმე მილიონი ლარის, არამართლზომიერი ხარჯვა გამოვლინდა.

“დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილი უფროსის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გათავისუფლების საფუძველია ის სამუშაოები, რაც მან განახორციელა დაცული ტერიტორიების რეკონსტრუქციის მიზნით. ამასთან დაკავშირებით აღვნიშნავთ, რომ ჩვენი სამინისტრო მიესალმება ნებისმიერი ტიპის რეკონსტრუქციას, განვითარებასა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. თუმცა, რეკონსტრუქციით ვერ იქნება გამართლებული თანხების არამართლზომიერი ხარჯვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია არა მხოლოდ საბიუჯეტო, არამედ საერთაშორისო დონორების გრანტების ფარგლებში გამოყოფილ თანხებზე. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეგზავნა.

 

დატოვე კომენტარი