გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე ნიდერლანდების სამეფოს ეკონომიკური ურთიერთობების, სოფლის მეურენეობისა და ინოვაციების სამინისტროს მრჩეველს ბატონ რობ კრამერს შეხვდა. შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ: გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნიდერლანდების კომისიის ტექნიკური მდივანი არენდ კალჰოლფი. Read the rest of this entry »
Monthly Archives: იანვარი 2013
გარემოს დაცვის მინისტრი რობ კრამერს შეხვდა
გლობალური დათბობა მკაცრი ყინვების თანხლებით წარიმართება
ანომალიური ყინვები, რომელიც უკანასკნელ ხანს დედამიწაზე დაიწყო, თითქოს არ ამართლებს გლობალური დათბობის პროცესის დაწყების თეორიას. თუმცა, როგორც მეცნიერთა ნაწილი ვარაუდობს, ყინვები სწორედ სამომავლო მკვეთრი კლიმატური ცვლილებების მაჩვენებელია. ამის შესახებ Live Science წერს. Read the rest of this entry »
ახალი წლის ტრადიციები საქართველოში
ძველად, საქართველოში, ახალ წელს ოჯახებში მეკვლეები მიდიოდნენ, რომლებიც პირველად ამბობდნენ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.”; ზოგან თოვლსაც შეყრიდნენ, ზოგან თაფლიან პურს შეჭამდნენ. საერთოდ, თაფლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, რადგან მომავალი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ხევსურეთში, სადაც მეკვლეს ხატიდან ლუდი მიჰქონდა, სახლში შესვლისას მთელ ოჯახს და საოჯახო ნივთებს მოასხურებდა და იტყოდა: “აგრემც ახვავდებით, აგრემც აფუვდებით.”; მერე მიდიოდა ცეცხლთან, ჯოხს შეუჩიჩხინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იტყოდა: “ამდენი საქონელი, ამდენი ქალი, ამდენი კაცი.”; Read the rest of this entry »
შარშან ტურისტების რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა
2012 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 56%-ითაა გაზრდილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის, საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით, 2012 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობამ 4 მლნ 389 ათას 256 კაცი შეადგინა, რაც 56%-ით მეტია 2011 წლის მონაცემებთან შეადრებით. სტატისტიკური ინფორმაცით, 2011 წელს საქართველოს 2 მლნ 822 ათას 363 ვიზიტორი ყავდა. Read the rest of this entry »
ბაკურიანი
საქართველოში ერთ-ერთი საზამთრო კურორტი ბაკურიანი, ამჟამად ხალხმრავალია. ე.წ. 25-იანების სასრიალო გადაჭერდილია, როგორც ადგილობრივი დამსვენებლებით, მრავლად არიან რუსი, აზერბაიჯანელი, სომეხი და სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული ზამთრის კურორტების მოყვარულნი. სათხილამურო გაქირავების პუნქტებთან რიგი მთელი დღის განმავლობაში არ წყდება. თოვლისა თუ მზიან ამინდში რიგებია საბაგირეზეც, რათა სათხილამურო ტრასაზე ავიდნენ, სულ რაღაც 50 თეთრად. Read the rest of this entry »
დიდთოვლობის გამო დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი
დიდთოვლობის გამო, დუშეთის რაიონში 30 სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. როგორც “ინტერპრესნიუსს” დუშეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა რეზო ყარმაზანაშვილმა განუცხადა, ზოგიერთ სოფელში თოვლის საფარი 1 მეტრ სიმაღლეს აღწევს, რამაც 280 სოფლიდან 30 დასახლებული პუნქტი გარესამყაროს მოწყვიტა. Read the rest of this entry »
შარშან აჭარას 1 მლნ.491 ათას 922 ტურისტი სტუმრობდა
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ცნობით, 2012 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ. 491 ათას 922 ვიზიტორი ჩამოვიდა, რაც წინა წლის იანვარ-დეკემბერთან შედარებით 13.1%-ით მეტია, ხოლო 2010-თან შედარებით კი 53.1%-ით მეტი. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის იანვარ-დეკემბერში სულ აჭარაში 1 მლნ 319 ათას 513 ვიზიტორი ჩავიდა, ხოლო 2010 წლის იანვარ-დეკემბერში 974 ათას 563 ვიზიტორი. Read the rest of this entry »
დიდთოვლობის გამო, საქართველოს გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობისთვის შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოში არამდგრადი ამინდი 11 იანვრამდე შენარჩუნდება.
თოვისა და ლიპყინულის გამო, თბილისის შემოსავლელი გზის კმ1-კმ35 (ზაჰესი-ლოჭინი) მონაკვეთში მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. Read the rest of this entry »
რუსეთში ყინვამ 170 ადამიანი იმსხვერპლა
რუსეთში ძლიერმა ყინვებმა 170 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. Read the rest of this entry »
ავსტრალიაში ძლიერი ქარისა და სიცხის გამო ხანძარს ებრძვიან
ავსტრალიაში ძლიერი ქარისა და სიცხეების გამო, ხანძრები მძვინვარებს. სამაშველო სამსახურები მათ ლოკალიზებას ვერ ახერხებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ “ბი-ბი-სი” ავრცელებს. Read the rest of this entry »




