RSS

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

18 იან

dariali 007ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს განცხადებით, კომპანია GR-ENERGY LIMITED-სა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებობდა  ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიას 32 პოტენციური ჰესის პროექტზე წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევები უნდა ჩაეტარებინა. ხელშეკრულებით, კომპანიას აღნიშნული სამუშაოები 18-თვიანი ექსკლუზიური უფლებით უნდა განეხორციელებინა. კომპანია GR-ENERGY LIMITED-მა 23 პროექტის განხორციელებაზე უარი განაცხადა და მხოლოდ 9 ჰესის მშენებლობის დამატებით შესწავლაზე გამოთქვა მზადყოფნა. აქედან, კომპანია ყაზბეგის რაიონში ერთ ჰესს ააშენებს.

არცერთი ჰესის მშენებლობის შესახებ საბოოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ვინაიდან სამინისტრო პროექტების შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევების დასრულებას ელოდება. ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ არასამთავრობო სექტორის ან ცალკეული დაინტერესებული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჰესების რაოდენობასა და მათი მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

 

დატოვე კომენტარი