RSS

ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ზვავი ჩამოწვა

08 იან

zamt11ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე, რომელიც ჩრდილოეთ ოსეთს ცხინვალის რეგიონთან აერთებს ორ ზვავს შორის 15 ავტომობილი მოჰყვა. მათ შორის არის ორი სამარშრუტო ტაქსი მგზავრებით. სამარშრუტო ტაქსი ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან ჩრდილოეთ ოსეთში მიდიოდა, ვიდრე ისინი რუსეთის საზღვარს მიაღწევდნენ მათ წინ ზვავი ჩამოწვა, ავტომობილები მოტრიალდნენ რათა უკან დაბრუნებულიყვნენ, თუმცა ამ დროს მეორე ზვავი ჩამოწვა და ისინი უკანაც ვერ დაბრუნდნენ. თოვლის საწმენდი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა კონკრეტულად როდის გაიწმინდება გზა ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

 

დატოვე კომენტარი