RSS

თუშეთი – გირევი

09 სექ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

გირევი მდებარეობს ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. გირევი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

როცა პირიქით ათემის სოფლები (ჭეღო, ჭონთიო, დადიკურთა და ნაკუდურთა) ცარიელდებოდა, ამ სოფლების მაცხოვრებლების ნაწილი გირევში რჩებოდა. ამის გამო, პირიქითა თემის სოფლებიდან გირევი ყველაზე ბოლოს დაცარიელდა. დღეს, სოფლის ბოლოს მესაზღვრეების პუნქტია.  თავად სოფელში ზაფხულობით რამოდენიმე კომლი ჩამოდის, თუმცა ზამთრაში ისევ ცარიელდება. სოფელი ხშირად მასპინძლობს ომალოდან წამოსულ უცხოელ ტურისტებს, რომლებიც კარვებით ხევსურეთისკენ გადადიან. მათი თქმით, ყველაზე მეტი უცხოელი ტურისტი ებრაელი და პოსტსაბჭოთა ქცეყნებიდან არიან, თუმცა ბევრი ავსტიიდან და ამერიკიდანაც სტუმრობენ.

სოფლის მოსახლეობის მოთხრობილის თანახმად, ციხეები ბაულელ ქისტ მამა-შვილს აუგიათ. მშვიდობიან პერიოდში ასეთი რამ ხშირად ხდებოდა. კოშკი დგას სოფლის დასავლეთით ნახევარკილომეტრში, კლდეზე. იგი ხუთსართულიანია (4.2X3.9 მ, სიმაღლე 18.3მ), ზემოთკენ შევიწროვებული. ნაგებია ფიქლით. წყობა მშრალია. თუმცა რესტავრაცია-აღდგენა ამ ციხესაც სჭირდება.

 

დატოვე კომენტარი