დღეს, ”უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებისა” და თბილისის მერიის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა მართვის სააგენტოს შინაური და გარეული ცხოველების თავშესაფარის ხელმძღვანელობამ ერთობლივი ღონისძიება მოაწყეს მუნიციპალურ ცხოველთა თავშესაფარში.
Daily Archives: 18/08/2012
დღეს უსახლკარო ცხოველების საერთაშორისო დღეა
ცოტა ხანში, ”პლიაჟი” ჩაქვის რკინიგზის სადგურთან ამოიწევს
დაბა ჩაქვი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 30 მეტრია. დაბის სტატუსი ჩაქვმა 1954 წელს მიიღო. იგი ბათუმსა და ქობულეთს შორისაა მოქცეული. ისტორიული წყაროების მიხედვით, ადამიანს ჩაქვში ჯერ კიდევ ქვის ხანაში უცხოვრია, აქ აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის განძი. დაბაში რკინიგზის სადგურია, რომელიც ძალიან ახლოსაა ზღვასთან და ძალიან შელახულიცაა. ცოტა ხანში სწორედ რკინიგზამდე მივა ზღვის ნაპირი, თუ ნაპირსამაგრი სამუშაოები არ ჩატარდა.
ბათუმი გავლით – 21 ლარიანი ”სანდორა” და პარკირებისთვის ჯარიმა
ბათუმი, რომ ერთ-ერთი ლამაზი ქალაქია ჩვენს ქვეყანაში, ამაზე უკვე აღარავინ დაობს. არც იმაზე დაობს ვინმე, რომ ტურისტებისთვის ნამდვილად მიმზიდველია და ადგილობრივებისთვისაც შემოსავლის ერთ-ერთ ძირითად წყარო, სწორედ ტურისტებისგან შემოსული თანხებია.