საქართველო საკურორტო ადგილების ქვეყანაა. კლიმატის მრავალფეროვნება განპირობებულია საქრთველოს გეოგრაფიული ადგილ მდებარეობით და შავი ზღების არსებობით. ასევე მრავალფეროვანია ქვეყნის ჰიდრომინერალური რესურსებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მოიპოვება 2000– ზე მეტი მინერალური წყალი. საქართველოში, ოფიციალურად რეგისტრირებულია 103 კურორტი და 167 საკურორტო ადგილი. საქართველოში მოიპოვება და ფართოდ გამოიყენება სამკურნალო ტალახებიც.
საქართველოში ყველაზე ხშირად ვხვდებით 8 და 9 კლასების მინერალურ წყლებს – აზოტიანს, მეთანიანს, აზოტიან–მეთანიანს, კაჟმჟავა წყლებს და ორგანული ნივთიერებებისა და რთული იონური შემადგენლობის წყლებს. დასალევად გამოიყენება მინერალური წყლები, რომლებიც მოიპოვება: ბოლნისში, ვარძიაში, მესტიაში, საირმეში, სიონში, წაღვერში და სხვა.
საქართველოში სასმელი მინერალური წყლები დიდი წარმტებით გამოიყენება შემდეგი დავადებების სამკურნალოდ: კოლიტები, ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, კუჭის და წყლულის დაავადების დროს. აზოტიანი, მეტანიანი, კაჟმჟავა და სულფიდური მინერალური წყლები, ძირითადად, გამოიყენებ ზოგადი და ადგილობრივი აბაზანების სახით.
რაც შეეხება, სამკურნალო ტალახებს, ისინი ბუნებრივ ერთგვაროვან პლასტიკურ მასას წარმოადგენენ, რომელიც გეოქიმიური, კლიმატური, ბიოლოგიური და სხვა ბუნებრივი პროცესების შედეგად წარმოიქმნა. წარმოშობის მიხედვით, სამკურნალო ტალახები 4 ძირითად ჯგუფად იყოფა: ლამის, ტორფის, ვულკანური და საპროპელის. ისინი პროცედურებისთვის შემთბარ მდგომრეობაში გამოიყენება.
მოამზადა ბელა არუთინოვნა



